შეძლებს მესი პირველი სანაკრებო ტიტულის მოგებას?

AutoSharing Option
11 ივლისს, მარაკანას სახელობის მოედანზე, კოპა ამერიკის ფინალში, ერთმანეთს არგენტინა და ბრაზილია დაუპირისპირდებიან, ეს შეხვედრა კი ერთი კაცის ბედისწერას გადაწყვეტს - ლიონელ მესისას.

იგი კიდევ ერთხელ შეეცდება, საკუთარ ქვეყანას სანაკრებო ტიტული შესძინოს, ამისთვის კი "სელესაოს" უძლიერესი ნაკრების დამარცხება მოუწევთ.

სამხრეთ ამერიკის კლასიკური ფინალი სამჯერ გაიმართა, გამარჯვებული კი ყოველ ჯერზე ბრაზილია გამოდგა: 1937, 2004 და 2007 წლებში.

ზოგადად, "სელესაოსა" და "ალბისელესტეს" ნაკრებები ერთმანეთს 107-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 42 შეხვედა ბრაზილიელებმა მოიგეს, არგენტინელებმა - 40, ხოლო 25 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მესის კიდევ ერთი
შანსი მიეცა, რათა არგენტინას 1993 წლის შემდეგ პირველი თასი შესძინოს. შეგახსენებთ, ხსენებულ წელს "ალბისელესტე" კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე როგორც ლეო მესის პერსონალურ ფანს და არა მარტო მე, ნამდვილად მომემატება, ბედნიერების, სიხარულის და სიამაყის გრძნობა, თუ მესი გაიმარჯვებს და ასწევს ამ "გაჯიეტებულ" თასს. რაღაცნაირად გული მიგრძნობს, რომ ეს თასი არგენტინაში დაბრუნდება!!!!!!!! ამინ!
ბარსა მესი.
12:27 09-07-2021
6
Wels kopa momaval wels msoflio da yvelafers tavisi saxeli daerqmeva.
Mesi gautoldeba maradonas.
.......
12:45 09-07-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული