დღეს, 10 ივლისს, კოპა ამერიკის ტურნირზე მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს კოლუმბია და პერუ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კოლუმბიელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი თითქოს და უგოლო ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 45-ე წუთზე იოშიმარ იოტუნმა პერუელები დააწინაურა.
შესვენების შემდეგ "ლოს კაფეტეროსმა" აქტიურად დაიწყო და 49-ე წუთზე ხუან კუადრადოს გოლით წონასწორობა აღადგინა, 66-ე წუთზე კი ლუის დიაზის გოლით დაწინაურდა.
პერუს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯანლუკა ლაპადულამ ანგარიში 82-ე წუთზე გაათანაბრა და თითქოს და საქმე პენალტების სერიამდე მიდიოდა, თუმცა კოლუმბიელთა მარცხენა შემტევმა, ლუის დიასმა 90+4 წუთზე გამარჯვების მომტანი შორეული გასროლა შემოგვთავაზა და "ლა ტრიკოლორს" მესამე ადგილი მოუპოვა.
შეგახსენებთ, ფინალური შეხვედრა ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს კი არგენტინა და ბრაზილია დაუპირისპირდებიან.