ის ერთფეროვანი აღარ არის - ის საუკეთესოა! [VIDEO]

AutoSharing Option
არგენტინის გულშემატკივრები ნაკრებში მოთამაშე ლიონელ მესის საუკეთესო ვერსიას ხედავენ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, მისი "ალბისელესტეს" რიგებში დებიუტის შემდეგ 16 წელი გავიდა, შეგახსნებეთ, ლეომ ნაკრების მაისურით პირველად 2005 წლის 17 აგვისტოს უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშა.

რატომაა ის საუკეთესო? ჩვენ სხვადასხვა საკითხს შევეხებით, რომელიც ყველამ უნდა ირწმუნოს. პირველ რიგში ეს მის სტატისტიკაში აისახება. მიმდინარე კოპა ამერიკის 6 შეხვედრაში "ბარსელონასა" და არგენტინის კაპიტანმა გასაოცარი ციფრები დააფიქსირა, ლეომ თავი 4 გოლით, 5 ასისტითა და 4 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი გამოიჩინა.

სიმართლე ვთქვათ, მესისთვის ეს
ნორმალური ციფრებია, სხვა სპორტსმენებისთვის კი გასაოცარი. ლეო ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც ზედიზედ რამდენიმე თამაშში ჰეთრიკის შესრულებაც კი შეუძლია. ეს მისთვის ღმერთის ნაბოძარი ნიჭი გახლავთ, ახლა კი მესის, როგორც ლიდერის ამპლუაში ვხედავთ. ის თავჩახრილი აღარ დადის და ფონზე გასვლას მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმით არ ცდილობს, მესი ახლა ოპტიმისტია, მისი ლიდერობა კი ახალგაზრდებს გაათმაგებულ ძალას აძლევს, სკალონის კი შესანიშნავ ნაკრებს.

ლეო მოწოდებით კაპიტანია, ზეციდან კი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მარადონა გახლავთ. ის ყვირის, საუბრობს, რჩევა-დარიგებებს იძლევა, მთელი მისი ქარიზმა კი გუნდზე მოქმედებს.

პანდემიის გამო შეზღუდვებმა ლეოზე რაღაც მხრივ კარგად იმოქმედა, მას პრესასთან არ უწევს კონტაქტი, ამრიგად, არგენტინელ ფეხბურთელს მხოლოდ ორი საქმე აქვს: იყოს ლიდერი მოედანსა და მის გარეთ, რათა შეძლოს და თანაგუნდელებს რწმენა აუმაღლოს.

მის იქით სხვა ვარსკვლავებიც არიან, უფრო ხანში შესულები? არა უფრო ნაკლებად კაშკაშები, მაგრამ ვარსკვლავები, ესენი ანხელ დი მარია და სერხიო აგუერო გახლავთ, ასევე შეხვდებით ცნობილ ფეხბურთელებსაც, როგორებიც არიან პარედესი, ტალიაფიკო, ნიკო გონსალესი და ლაუტარო მარტინესი. სწორედ მათ უნდა შეძლონ ის, რომ "ალბისელესტეს" ნაკრებმა 1993 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგოს.

11 ივლისს, ლეო მე-5 სანაკრებო ფინალს ითამაშებს, წინა 4 მისი მარცხით დასრულდა: 3 კოპა ამერიკა (2007, 2015 და 2016) და ყველაზე მეტად დასანანი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი...

შეხვედრა თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
სადაც სამართალია არგენტინის ნაკრებმმა, ლეო მესის მეთაურობით უნდა მოიგოს!!!
rezi
13:22 10-07-2021
1
ის მაინც სულ სხვა იყო! აი, მასზე ითქმოდა - ნამდვილი კაპიტანიაო! მსოფლიო ფეხბურთის ისტორიამ არ იცის მარადონაზე ღვთაებრივი ინდივიდუალისტი და ამავე დროს, ის ერთ-ერთი ყველაზე გუნდური მოთამაშე იყო ყველა დროის ყველა ვარსკვლავს შორის! ეს გასაოცარი რეალობაა, თუმცა რა გვიკვირს, ის ხომ ფეხბურთის ღმერთია, ღმერთისთვის კი - არაფერია შეუძლებელი!
asea es!
15:44 10-07-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული