იარმოლენკო კარიერას "ფენერბახჩეში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თურქული Haber365-ის ცნობით, უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო "ვესტ ჰემიდან" "ფენერბახჩეში" გადადის.

ფეხბურთელი სტამბოლურ კლუბს უკვე შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე, რომლის მიხედვით წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

იარმოლენკოს "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი გაისამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ლონდონური კლუბი სახელფასო განაკვეთის განტვირთვის მიზნით მზადაა ახლავე უფასოდ გაუშვას.

ის "ვესტ ჰემის" ღირსებას ბოლო 3 სეზონი იცავდა და 54 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული