ევრიკა - ჟირინოვსკი მიხვდა, რატომ ვერ თამაშობენ რუსები ფეხბურთს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე უხეიროდ ასპარეზობის შემდეგ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მარადი ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი ღრმად ჩასწვდა მათ ფეხბურთში არსებულ პრობლემას და შესაბამისი კომპეტენტური დასკვნაც გამოიტანა.

"ჩვენ ჩრდილოური ქვეყანა ვართ, ფეხბურთს კი სამხრეთულები თამაშობენ: ბრაზილია, არგენტინა, პორტუგალია და ხანდახან საბერძნეთი. იმისათვის, რათა რუსეთის ნაკრების თამაში გავაუმჯობესოთ, საჭიროა ბავშვებს შორის სპორტის პოპულარიზაცია გავაძლიეროთ.

ახლა ბავშვებს ფეხბურთისადმი ინტერესი არ აქვთ. აუცილებელია მომზადება - ბიჭუნები ეზოებში არ თამაშობენ", - თქვა ჟირინოვსკიმ თავის "ინსტაგრამზე" მიმდინარე ტრანსლაციაზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ შემთხვევაში მართალია ჟირიკა D არცერთი ჩრდილოური ქვეყანა არც ჩემპიონი გამხდარა და მგონი მარტო შვეცია გავიდა ირჯერ საპრიზოზე ! და ევროთასებზეც ერთი გეტებორგი(ისევ შვეცია!!) მახსოვს უეფას თასის გამარჯვებული
ზურა222
14 ივლისი 2021 11:51
5
ინგლისი და ჰოლანდია, ალბათ, სადმე, ეკვატორის მიდამოებში გეგულებათ.
ზურა222-ს
22 სექტემბერი 2021 10:21
1
გერმანელებზე ვერავინ იტყვის, სამხრეთელებიაო.. აი, დანია და ჰოლანდია კი მკაცრად ჩრდილოური ქვეყნებია.... რუსებს იმის აღიარება უჭირთ, რომ იმპროვიზაცია არ ჰყოფნით და ამიტომაც მიაც-მოაცვამენ...
ვოოტ
14 ივლისი 2021 13:15
1
ყველა გამოხმაურება
მერე რას ვაკეთებთ ამდენი სამხრეთელები, მაგას როგორ დაგამადლით?!... საქართველოდან დაბრუნებული ტურისტები ქვეყანაში არ შეუშვათ, სანამ კოვიდის ტესტთან ერთად ორსულობის ცნობასაც არ წარადგენენ და ვინ იცის, ერთი-ორი თაობის შემდეგ მართლაც ისწავლოთ ფეხბურთის თამაში და იქნება, საკუთარი ჩემპიონი ჭიდაობაშიც გამოსჭედოთ....
ვოოტ
14 ივლისი 2021 09:10
5
ნეტავ როგორც ეგენი თამაშობენ ... მაკედონიასთან მაინც არ აგებენ))
Roma
14 ივლისი 2021 08:23
2
ფეხბურთი გუნდური თამაშია და გუნდურ თამაშს, ყველაზე მეტად შოვინიზმი უშლის ხელს..
კ ო მ ბ ლ ე
14 ივლისი 2021 00:08
4

სიახლეები პოპულარული