"ლვოველი ვარ და რუსულ გუნდში ვერ გადავიდოდი" - ამბობს უკრაინელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"შახტარის" ყოფილმა მცველმა რომან იაკუბამ განმარტა, თუ რატომ არ გადავიდა "სოჭში".

"ვიდრე ლატვიის "ვალმიერა" დამიკავშირდებოდა, ჩემით "რაკუვი" და "სოჭი" დაინტერესდნენ. პოლონელებთან დიდი კომპენსაციის გამო არ მოხეხრხდა შეთანხმება. შეშინდნენ, რომ თანხა მათთვის ძალიან დიდი იქნებოდა.

რუსეთში "სოჭისთან" იყო ვარიანტი, ჩემთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ კიდევ ზამთარში უნდოდათ, ტრანსფერის თანხაზე "შახტარს" შეუთანხმდნენ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ლვოველი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე უარი მეთქვა.

ორიოდ კვირის მერე "ვალმიერა" შემეხმიანა და ჩემს მომავალ კლუბთან დაკავშირებით საკითხი დაიხურა", - ციტირებს იაკუბას "ფოოტბომი".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ისა, სპორტს და პოლიტიკას ნუ აურევთო, შენგელიამ შემოგითვალა
გიორგი
24 ივლისი 2021 16:06
1
მარტო შენგელიამ?
???
24 ივლისი 2021 18:17
0
წასულიყო სოჭში ნორმალური ხელფასი ექნებოდა, თან რუსეთის პრემიერლიგაც ერთერთი საუკეთესოა ევროპაში. რა ხალხია ეს უკრაინელები, რუსეთს შენ მოუგებ ომს რომ უწყებ?! აი, ჩვენ ბოლო ათი წელია, რაც დავათბეთ ურთიერთობები, მშვიდად და სტაბილურად ვცხოვრობთ, არც ომი გვაქვს და არც არაფერი. ახლა ის აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ წაგვართვეს, ეგეც ჩვენი ბრალია, ჩვენ ავტეხეთ ეს რუსები და დავუწყეთ ომი, თან ჩვენმა პრეზიდენტებმაც გაყიდეს, ამერიკელებმაც უთხრეს ეგრე ქენითო... _ არიან ასე მოფიქრალი ქართველებიც. ცუდია, რომ ასე ფიქრობენ, მაგრამ არიან... და გაუგებარია მათთვის ამ ბიჭის საქციელი, გაუგებარია რატომ არ უნდა მიდიოდნენ ქართველები რუსეთში, გაუგერია, რომ თითო ასეთი წასვლა, თითო გასტროლი და თითო კონცერტი, თითო ნაბიჯია გადადგმული საკუთარი ქვეყნის მიმართ რუსეთის უკანონო და უსამართლო ქმედებების შეგუებისკენ და დაკანონებისკენ.
პეტრე
24 ივლისი 2021 15:17
4
კაცი და ჯიგარი
გივი
24 ივლისი 2021 13:11
4
აი ქართველებს არ გვაინტერესებს, რუსეთი იყოს და "წითელ მოედანზე" ავკენწლავთ 8 მდე.
დიტო
24 ივლისი 2021 12:58
5
ოდესმე რაიმე მსგავსი მოხდება საქართველოში, ღმერთო მომასწარი ამას!
ზურა
24 ივლისი 2021 11:53
5
ვერაფერი გავიგე. აბა, ქართველმა თუ თავი შეყო რატომაა, რომ ვეღარასოდეს ვერ აღწევს მერე იქედან?
დინამოელი
24 ივლისი 2021 10:51
4
ფული! ფული და ფული.
თენგო
24 ივლისი 2021 14:21
2
იქნებ ცოტა ჩვენმა სპორტსმენებმაც დაიწყონ ფიქრი.
???
24 ივლისი 2021 10:12
5
ვენაცვალე! ა კაცი.
გენა
24 ივლისი 2021 08:50
4
ბედნიერი შენი სამშობლო! ქართველი რომ იყო, ალბათ იტყოდი, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეაო და რუსეთის ნებისმიერ კლუბში გადახვიდოდი სიამოვნებით.
რაც მაგრები ვართ...
24 ივლისი 2021 01:01
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული