"რუბინი" ერთ-ერთ ლიდერს ყიდის

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველი დენის მაკაროვი 4 აგვისტოს მოსკოვის "დინამოში" მედშემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, - ამის თაობაზე ინფორმაციას "ჩემპიონატი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 23 წლის მაკაროვი უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს.

ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი იტყობინება, რომ ტრანსფერში "დინამო" 10 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო ამ თანხიდან 4 მილიონს "ნეფტეხიმიკი" მიიღებს.

მაკაროვი "ნეფტეხიმიკიდან" ყაზანურ გუნდში 2020 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ჯერ არაფერი არ ვიცი. გუნდთან ერთად ვემზადები. ვფიქრობ, მალე ყველაფერს გაიგებთ",
- განუცხადა მაკაროვმა "სპორტ-ექსპრესს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
სულელები არიან რა დოზანად უნდოდათ ის ხაკშაბანოვიჩი რომ იყიდეს ? მაკაროვი ნევრად ჯობს მაგას !
ზურა222
16:09 04-08-2021
0
ეგ ხვიჩიუს
დემო
20:50 03-08-2021
0

სიახლეები პოპულარული