
23 წლის ნახევარმცველმა დენის მაკაროვმა გუშინ "რუბინთან" ერთად ივარჯიშა, შემდეგ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და მოსკოვის "დინამოში" მედშემოწმების გასავლელად დედაქალაქში გაფრინდა.
ის "რუბინმა" უკვე გამოიყვანა კონფერენს ლიგის განაცხადიდან.
"სპორტ-ექსპრესი" იტყობინება, რომ ტრანსფერში "დინამო" 10 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელს კი სეზონურ გასამრჯელოდ 800 ათასს დაუნიშნავს. ცნობისათვის, ყაზანურ გუნდში მისი ანაზღაურება 150 ათასი იყო.