"რუბინმა" გარემარბი 10 მილიონად გაყიდა და ხვიჩა?!.

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" 23 წლის გარემარბი დენის მაკაროვი მოსკოვის "დინამოს" 10 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

თათრული კლუბის ექსმარჯვენაფლანგელი მოსკოვურ კლუბში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და წელიწადში 800 000 ევროს ხელფასად მიიღებს. ტრანსფერიდან 40% მაკაროვის წინა კლუბს, "ნეფთეხიმიკს" ერგება, რომლის რიგებშიც ამჟამად მერაბი ურიდია გამოდის.

მიმდინარე სატრანსფერო ბაზრისას ეს "რუბინის" მეორე გასხვისება იყო და რუსული მედია ამ გადასვლის შემდეგ წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში კიდევ ერთი წლით დარჩება, რადგან კლუბი წინა სეზონის ერთდროულად ორ ლიდერს არ გაუშვებს...

მაკაროვის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღეს და
"რუბინი" ხვიჩას იაფად შეელევა?!.




მკითხველის კომენტარები / 3 /
ესე იგი ხვიჩას საბაზრო ფასი 1-დან 1.5 მილიონის ფარგლებში თუ იქნება მხოლოდ!
kakoie
14:08 07-08-2021
3
დავამთავრეთ ზღაპრები და გოიმური ილუზიები ხვიჩაზე ??? იყო და არა იყო რა, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
ზურა
23:41 06-08-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული