ამსტერდამის "აიაქსმა" 2021/22 წლების სეზონისთვის ახალი ფორმის მესამე კომპლექტი წარმოადგინა, რომელიც ლეგენდარულ მუსიკოს ბობ მარლის მიეძღვნა.
შავი ფერის მაისურზე სამი ფერის ზოლებია - რასტამენების საფირმო ფერებში: მწვანე, ყვითელი და წითელი.
უკნიდან, საყელოს ქვეშ სამი ჩიტია გამოხატული - რომლებიც ბობ მარლის სიმღერა Three Little Birds-ის ალეგორიაა.
ბობ მარლის ფეხბურთი ძალიან უყვარდა, Three Little Birds-ი კი "აიაქსის" ფანების ჰიმნია. ისინი სიმღერას ყოველი მატჩის დროს ასრულებენ.