"რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ გამოვიძახებ. იქ იმდენი ბავშვი დაობლდა" - განაცხადა უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს არ გამოიძახებს.

"თქვენ მე მითხარით, აი, ავდგები და რუსეთიდან ფეხბურთელებს ვუხმობ - დამიჯერებთ? არა? გესმით, მოცემული მომენტისთვის, გულწრფელად გეტყვით, მე რუსეთის ჩემპიონატიდან მოთამაშეთა მოწვევის საკითხს არ განვიხილავ. და იცით რატომ?

თებერვალში სახლში ვიჯექი, თავად გესმით - პანდემია, რამდენი ხანი არ მიმუშავია. ვუთხარი მეუღლეს, გავალ, გავივლი-მეთქი. მე ძირძველი კიეველი ვარ, ვიფიქრე, უბრალოდ ქალაქში გავიდოდი. უბრალოდ ქალაქში ფეხით გავიარე. წმინდა მიხეილის ეკლესიას მივუახლოვდი. იქიდან ქვევით "დინამოს" სტადიონისკენ მიდის გზა, მუზეუმისკენ.

რესტავრირებულ
ანდრეევსკის ეკლესიაში შევედი, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი ვნახე. გვერდით კი მიხაილოვსკთან ფოტოებია. მე ვნახე, რამდენი ჩვენი სამხედრო დაიღუპა. გოგონებიც და ახალგაზრდა ბიჭებიც. იმდენი გვარია, იმდენი სურათი...

მე მივხვდი, რომ ახლა არც რუსეთიდან ფეხბურთელების გამოძახება, არც შერიგება აპრიორი არ შეიძლება იყოს. იქ იმდენი ბავშვი დარჩა, იმდენი ობოლი... ამიტომ - არა, ახლა არა, არანაირად. შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ... მაგრამ ამ მომენტში - არა. ვამბობ პირდაპირ და გულწრფელად".

მკითხველის კომენტარები / 25 /
მის ნათქვამს ვერ შევაფასებ, უბრალოდ ვერ ვიგებ, რუსეთში მოთამაშე იმ ფეხბურთელებმა რა დააშავეს, რომლებიც სპორტული თვალსაზრისით ფორმაში არიან და იმსახურებენ ნაკრებში თამაშს. თავი და თავი ის უნდა იყოს, რომ უკრაინელ ფეხბურთელებს რუსეთის ლიგაში აეკრძალოთ თამაში, თორემ მოცემულ მომენტში თვითონ უკრაინის ნაკრები ზარალდება. პრინციპულობა დასაფასებელია, უბრალოდ შედეგიც უნდა მოჰყვეს
: )))))))
31 აგვისტო 2021 13:32
2
ეს შეგნების საკითხია, თუ არ გესმის რაც არ უნდა აგიხსნან მაინც ვერ გაიგენ სამწუხაროდ. არადა გამომდინარე იქედან რომ რუსეთს შენი ქვეყნის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული, უფრო მეტი შანსი უნდა გქონდეს რომ შეიგრძნო მათი ტკივილი ინდივიდუალურ დონეზე. არ არის აუცილებელი ყველაფერი აგიკრძალონ, არსებობს მორალი და შეგნება რომელიც შეგიძლია გმაოიყენო მაშინაც კი როცა კანონი არაფერს ამბობს რაიმე მოვლენაზე.
...
22 ოქტომბერი 2021 01:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული