მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პოლონეთის ნაკრებმა კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით ფრეს (1:1) მიაღწია ინგლისთან. ამით შეწყდა შესარჩევ ეტაპზე "სამი ლომის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერიია (საერთო ანგარიში 17:1). 1996 წლის შემდეგ პირველად ინგლისელებმა არც ერთი ცვლილება არ განახორციელეს.
ინგლისელებს აღმოსავლეთ ევროპაში კვლავ კონფლიქტი მოუვიდათ - თამაშის დაწყებამდე მათ მუხლმოდრეკილ ფეხბურთელებს ვარშავაში უსტვინეს, ხოლო პოლონელმა ფეხბურთელებმა მუხლი არ მოიდრიკეს.
პირველი ტაიმის დასასრულს მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. პოლონელმა კამილ გლიკმა კაილ უოკერს უჩქმიტა, მას კი ჰარი მაგუაირი გამოექომაგა. შესვენებაზე ინგლისის ნაკრების მენეჯერმა ემილი უებმა და
უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ტონი კონიფორდმა სარეზერვო მსაჯს აცნობეს, რომ გლიკმა უოკერს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, პოლონელები ამბობენ, რომ ეს არ მომხდარა. გლიკმა განაცხადა, რომ სტუმართა გუნდის წარმომადგენლები ცრუობენ.
მოკლედ, ბრიტანელებმა მასპინძლებს ფიფაში უჩივლეს, სადაც გამოძიება დაიწყება. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ინგლისელებს ანალოგიური კონფლიქტი ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრებთან თამაშისას ჰქონდათ.