"ადამიანობას ვერასდროს იყიდის..." - ჰოლანს კაცობას უწუნებენ

AutoSharing Option
"ჰენსფორდ თაუნის" შემტევმა რის სტიჩმა ერლინ ჰოლანის ამპარტავნობაზე ისაუბრა. ნორვეგიისა და გიბრალტარის დაპირისპირების შემდეგ, რომელიც სკანდინავიელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა, "დორტმუნდის" ფორვარდმა უპატივცემულობა გამოავლინა.

შეგახსენებთ ამ შეხვედრაში ერლინმა გოლი ვერ გაიტანა.

"მიმდინარე სანაკრებო შესვენების დროს გამართულ შეხვედრაში არც ერთ ჩვენგანს ჰოლანის მაისური არ გსურდა, ასე გეტყვით, ჩვენ ის დავაიგნორეთ" - განუცხადა სტიჩმა SUN-ს.

"გასულ მარტს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ შვილისთვის მაისური სთხოვა, მაშინ ნორვეგიამ 3:0 იმარჯვა, მან გოლი ვერ გაიტანა და მე-60 წუთზე შეცვალეს, სწორედ ამიტომ სავარაუდოდ ცუდ ხასიათზე იყო. ტელევიზიასთან
ინტერვიუს შემდეგ როი მივიდა და უთხრა, რომ მისი პატარა ვაჟი ერლინის დიდი გულშემატკივარი იყო, სამახსოვროდ მაისური კი ძალიან გაახარებდა.

ჰოლანმა გახედა, გაიცინა და გზა განგრძო... ის თავისი შემოსავლით უამრავ რამეს მიაღწევს, მაგრამ ადამიანობას ვერასდროს იყიდის, ალბათ მედიაში მასზე ატეხილი აჟიოტაში თავში აუვარდა. ჰოლანს შეეძლო ბავშვის დღე, თვე და წელი გაებედნიერებინა, თუმცა უარი თქვა , სწორედ ამიტომ არავის გვინდოდა ოსლოში მისი ზედა" - თქვა სტიჩმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ "ბაბუს სახიანმა" ტიპმა, ერთხელ მეტოქის გუნდის ფეხბურთელიც დაამცირა. იმ ფეხბურთელმა, მაისურის გაცვლა სთხოვა და ამან კი დამამცირებლად, რამის სახეში მიუგდო მაისური. ამის მერე როგირც პიროვნებას, არ ვცემ პატივს.
ლუკა
20:40 17-09-2021
1
ნუ გადმოდგებით ხოლმე აქ საჭორაოდ და საქილიკოდ. 21 საუკუნეა ევროპელს რა კაცობას სთხოვთ რა არის კაცობა მაგათვის რა იციან? ზიდანს რო ადიდებთ რატო არუყვართ სომხეთში იცით ვინმემ? პატარა ბიჭია გაიზრდება და ასწავლიან დიპლომატიას. დიპლომატიას და კაცობას შორის დიდი კანიონია
რომა
20:39 17-09-2021
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული