მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, შვედეთმა სოლნაში კოსოვო 3:0 დაამარცხა.
გოლები ფორსბეგმა (პენალტით), ისაკმა და კვაისონმა გაიტანეს.
შვედეთი მეორე ადგილზეა და ლიდერ ესპანეთს 1 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კოსოვო კი 4 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 12 ოქტომბერს საქართველოს უმასპინძლებს.