უნგრეთმა ინგლისი გაამწარა - მეტოქის მუხლმოდრეკილ ფეხბურთელებს დასცინეს, იჩხუბეს და "უემბლიზე" ქულა მოიპოვეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე I ჯგუფში, ლონდონში ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. 24-ე წუთზე სტუმრები პენალტით შალაიმ დააწინაურა, ხოლო 37-ეზე სტოუნზმა საპასუხო გოლი გაიტანა.

მატჩის წინ მუხლმოდრეკილ ინგლისელ ფეხბურთელებს ტრიბუნებზე მყოფმა მადიარმა გულშემატკივრებმა, ისევე, როგორც გასულ თვეში ბუდაპეშტში, კვლავ დასცინეს და უსტვინეს. ერთ-ერთი მათგანი დააკავეს და პოლიციასთან ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

ამავე ჯგუფში პოლონეთმა შვიდერსკის მიერ 77-ე წუთზე გატანილი გოლით ტირანაში ალბანეთი 1:0 დაამარცხა. გოლის შემდეგ პოლონელ ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს და მატჩი 20 წუთით იყო შეწყვეტილი.

ამ ჯგუფში ინგლისი 20
ქულით ლიდერია, პოლონეთი კი 3 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ საცოდავი ინგლისელების მუხლმოდრეკამ, ტვინი მოხნა უკვე რა? აღარ მობეზრდათ, ეს ცირკი და მარიაჟობა?!
უნგრელებო, ვაჟკაცი ერი ხართ!!!!!!!!!
09:59 13-10-2021
0
გამოვიდეს ეხლა ის თეორეტეკოსი საუთგეითი და ილაპარაკოს.
1-1.
04:12 13-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული