"ოკუპანტი რუსეთის "სპარტაკს" დამარცხებას ვუსურვებ" - განაცხადა უკრაინელმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "სპარტაკი" მოსკოვში 3:4 დამარცხდა "ლესტერთან". მატჩის დაწყების წინ უკრაინელმა კომენტატორმა სერგეი ლუკიანენკომ რუსები პირდაპირ ეთერში გამოლანძღა.

"საღამო მშვიდობისა, თქვენ მოსკოვში მოგესალმებით, ქვეყანა - აგრესორში, ქვეყანა - ოკუპანტში. ქვეყანა, რომელმაც ჩვენი საყვარელი სამშობლოს ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ქვეყანა, რომელმაც უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო.

სამწუხაროდ, ამ ომში, გაეროს მონაცემებით, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გასაგებია, რომ მე, როგორც უკრაინის მოქალაქე, გულითა და სულით ვუსურვებ "სპარტაკს" "ლესტერთან" წაგებას, რადგან სპორტმა არ შეიძლება ასახელოს რუსეთი - ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან,
მაგრამ როგორც კომენტატორი, ვეცდები მიუკერძოებლად ვიმუშაო", - ციტირებს ლუკიანენკოს Чемпион-Украина.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველგან საზომბეთია. . . მხოლოდ ეგზალტირებული უვიცი ახალგაზრდობის დანაშაულებრივ კომენტარებს უნთებთ მწვანეს. . . სამარცხვინოა ეს პორტალიც. . . ცენზურა ხომ?!. . . და უცენზურო როდის რა ნახეთ ჩემს კომენტარებში?. . . ანუ რაც არ უნდა დავწერო თუ რუსეთის ლანძღვა არ მოვაყოლე არ ჯდება ხომ თქვენეჯლ დემოკრატიში ბატონებო.სამაგიეროდ უვიცი და ეგზალტირებული თაობის ანტისახელმწიფოებრივი ბოდვებისთვის კარი ფართოდ გაქვთ გაღებული ხომ!!!. . .
Napoleoni
27 ნოემბერი 2021 22:22
0
ათრიეს სპარტაკი ჯიქიას თამადობით? ამოსდეს ოკუპანტის ეროვნული ნაკრების წევრს 4 გოლი!
ქორ-პარიკმახერი
22 ოქტომბერი 2021 13:23
4
წმინდა ანტუნიმ შეგრისხოს ასეთი მკრეხელობისთვის.
სამგზის დიდება ქოცთა უფალს, ბიძინას
gio
22 ოქტომბერი 2021 14:37
3
ჩვენ , როგორც რუსეთის ჩექმის ქვეშ მცხოვრებმა და პრორუსული ხელისუფლების მიერ მართულმა ქვეყანამ პროტესტი უნდა გამოვხატოთ ამ უკრაინელი კომენდატორის განცხადებაზე, ყველანი აქციაზე 24-ში, დიდება ბიძინას და ანტონის
gio
22 ოქტომბერი 2021 10:33
26
სუკის კურსდამთავრებულები არიან სინოდის ნახევარი შემადგენლობა, რომელიც ქართულ ოცნებას ჭერს მხარს
gio
22 ოქტომბერი 2021 14:38
4
პრორუსული თუ ეს ხელისუფლებაა, რუსული სუკის სკოლის კურსდამთავრებული ვინღაა?
alexandre
22 ოქტომბერი 2021 12:13
7
ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რომ ყავს წარმოდგენილი გუნდი ევროთასებზე საქართველოს გარდა, ამაზე იმსჯელეთ ვისი ბრალია, ფლორა, ალაშკერტი, ზორია, ყარაბახი, რუსეთს რამდენიმე გუნდი ზენიტი, სპარტაკი, ამას ჩაუსაფრდით რომ ჩვენებსაც რამე ეშველოს, რამდენი ხანია ჯგუფებში ვერ შესულან და არა იმას რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთი რომ დამარცხდა, ყიჟინა შეიქმნა
რიველინო
22 ოქტომბერი 2021 09:49
6
"პოლიწიკას და სპორტს" ნუ ურევთ სასტავი არ გამოჩენილა?
გიორგი
22 ოქტომბერი 2021 09:23
8
ჰოდა ჩვენც ავურიოთ. ყველა ვინც რუსეთში თამაშობს, ნაკრებში არ გამოვიძახოთ.
პ.ს. მაინც ვაგებთ და ვაჯკაცურად მაინც წავაგებთ.
აბა რა
22 ოქტომბერი 2021 12:44
6
ჰა, ჰა,ჰა ჩაგეთვალა. კიდევ "ტაალსტოიმ და დაასტაევსკიმ რა დაგიშავათ?", და მსგავსი მზეობები...
არტ
22 ოქტომბერი 2021 11:05
4
ყველა გამოხმაურება
ჩვენმა ჟურნალისტმა რომ ილაპარაკოს ასე, სამსახურს დაკარგავს.
P.S. აბა, ჩქარა, ბლომად დისლაიკები.
ქ. გ.
22 ოქტომბერი 2021 03:37
10
რამხელა მეხუთე კოლონაა საქართველოში. სიტყვაზე, ღმერთმა არ ქნას და თბილისში რუსის ჯარი რომ შემოვიდეს, სიხარულით შეეგებებიან.
სანდრო
22 ოქტომბერი 2021 02:23
13
კარგია რომ ნელ ნელა ვხვდებით ქართველები რუსული მეხუთე კოლონის არსებობას. მთელი ქვეყანა ისევ რუსული წარწერებით რომ ავავსეთ ეგეც გაიხსენეთ...
გენა
22 ოქტომბერი 2021 08:57
5
ძალიან შემცდარა, უნდა ეთქვა _ ომი უკრაინამ დაიწყოო. ან სპორტი და პოლიტიკა რა კავშირშიაო. ან ჩვენი მთავრობის ბრალია თორემ არ წაგვართმევდნენ მიწებსო. ან უკრაინელებიც მუშაობენ რუსეთში, იქიდან ფულს აგზავნიან და ჩუმად უნდა ვიყოთო. ან აი ეგეც თქვენი დამოუკიდებლობა, ეს გვინდოდა? ვცხოვრობდით ერთად მშვენივრადო და ა.შ.
რაც მაგრები ვართ...
22 ოქტომბერი 2021 01:38
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული