Golden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა

AutoSharing Option
tuttosport-ის მიერ ორგანიზებული Golden Boy 2021, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა და გარკვეული პერიოდი ლიდერობდა კიდეც, დასრულდა. კონტინენტის ყველაზე ცნობილი 20 გამოცემისგან შემდგარი ჟიურისგან უმეტესობამ - 24-მა წარმომადგენელმა მხარი ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველ პედრის დაუჭირა. მეორე ადგილოსანი, "ბორუსიას" 18 წლის ნახევარმცველ ჯუდი ბელინგები, გამარჯვებულს აქამდე არსებული ყველაზე დიდი სხვაობით - 119 ქულით ჩამორჩა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სიაში 2001 წლამდე დაბადებულ მოთამაშეთა 100 პრეტენდენტი იყო, რომელიც 20-ით მცირდებოდა, საბოლოოდ კი საქმეში კომპეტენტური ჟიურიც ჩაერთო.

Golden Boy
-ის უკანასკნელი გამარჯვებულები ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა - კილიან მბაპე, მატიას დე ლიხტი, ჟოაო ფელიქსი და ერლინ ჰოლანი.

რაც შეეხება გულშემატკივართა რჩეულს, ის "ზალცბურგის" 19 წლის გერმანელი ფორვარდი, ქარიმ ადეიემი გახდა.

altრუსი გულშემატკივრები ხვიჩას GOLDEN BOY 2021-დან გამოთიშვას ცინიკურად ეხმაურებიან

alt"ბარსელონამ" პედრის კონტრაქტი გაუგრძელა


მკითხველის კომენტარები / 5 /
კვარაცხელია უნდა გადვიდეს ზალცბურგში და მერე მაქედან გადავა მილანში და პატარა კაკა ეყოლება მილანს დაიმახსოვრეთ მერე რეალში გაიჩითება და ჩემპიონთან ლიგას მოიგებს კვარაცხეია ოქროს ბურთს მოიგებს მაგ წელს!!!
varskvlavi
17:40 22-11-2021
6
რათქმაუნდა პედრი იმსახურებდა ყველანაირად. ამ ასაკში მსოფლიოზე ძალიან მაგრად ითამაშა და ისედაც მაგარი ფეხბურთელია.
როცა ჩვენები მსოფლიოზე ან ევროპაზე გავლენ მაშინ ჩვენც გვექნება პრეტენზია მსგავს ჯილდოებზე. რუსულ კლუბში ნათამაშები ფეხბურთით სამწუხაროდ ამ ჯილდოს ვერ მოიგებ,მინიმუმ შენი ნაკრები მაინც უნდა გავიდეს ევრო ტურნირებზე
Skeleton
15:35 22-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული