"ნებისყოფის ამბავია..." - ვან დერ ვაარტმა მესი გააკრიტიკა, რონალდო კი შეაქო

AutoSharing Option
ყოფილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა პსჟ-ს შემტევი, ლიონელ მესი გააკრიტიკა.

"ეს ყველაფერი მაწუხებს, ნებისყოფის ამბავია, გინდა არ გინდა მესი მოთხოვნადი ადამიანია. თუ მას გოლი არ გააქვს ან საგოლე გადაცემას ვერ ასრულებს, ამ შემთხვევაში მას ცუდი მატჩი გამოსდის, ნეიმარი და მბაპე უფრო მეტს ხედავენ.

მაგალითად, კრიშტიანო რონალდო გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა დონეზე აიყვანოს (განსხვავებული სტილია), მესი კი ხანდახან მოედანზე დასეირნობს, ამ დროს მინდა ვკითხო - არ გრცხვენია?

ეს დანაშაულია, მესიზე ძალიან გაღიზიანებული ვარ, მიზეზი მარტივია, მისი მსგავსი ფეხბურთელი
კიდევ ან დაიბადება ან არა... ყველაფერი კუმანის დროინდელი "ბარსელონადან" დაიწყო, არ შეიძლება როდესაც ასეთი კალიბრის სპორტსმენი ხარ გულშემატკივრის გასახარად გული და სული არ ჩადო" - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესი უდიდესი ტალანტია მაგრამ რონალდუსგან და მარადონასგან განსხვავებით ბუნებით ლომი ვერ არის.ხოლო ფეხბურთი ბრძოლაა.
ჩემი აზრი
26 ნოემბერი 2021 12:25
0
რატომ არ აქვეყნებთ კომენტარებს?
ბოიკოტი გაქვთ?
25 ნოემბერი 2021 20:16
7
ჰეი ჰოლანდიელო)) შენს ერთ ადგილს მიხედო ჯობია.
რეზი
25 ნოემბერი 2021 17:51
8
რა მაიტერესებს იცით? მანჩესტერში, ბოლო თამაშებში როლანდო საერთოდ მინდორზე არ ჩანდა, უფრო მეტიც დასეირნობდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია და არ გაუკრიტიკებიათ. საკმარისია მესის რომელიმე თამაში არ გამოუვიდეს და იწყება და რა იწყება, კრიტიკის ქარცეცხლი. ზემოთ კომენტარში, რომ ახსენებს პიროვნება, რომ მესი, ის მესი აღარ არისო, კიდევ საერთოდ ფეხბურთის თამაშს, რომ ახერხებს ეგ მიკვირს, რაც ბარსელონამ და კერძოდ ლაპორტამ აკადრეს, ამ უდიდეს ფეხბურთელს, ფაქტიურად თავმოყვარეობაზე გადაუარეს. ნებისმიერი ადამიანის შორიდან გაკრიტიკება ადვილია, მაგრამ ეხლა მესისაც კითხეთ? რამხელა ფსიქოლოგიურ ტკივილს, ატარებს?ვითომ არ იმჩნევს, მაგრამ ხომ ვამჩნევთ და ვხედავთ? ლაპორტას კისერზეა, მესის იძულებითი გადასვლა სხვა გუნდში. ისე, რომ როლანდოს ფანებმა და მისმა ფან კლუბებმა, კრიტიკები თავიანთვის შეინახონ.
არ ვეთანხმებით ვინმე, ვან დერ ვაარტს.
25 ნოემბერი 2021 17:28
14
მესისაგან განხსვავებით რონალდუ არის 36 წლის რაც ფეხბურთისთვის დიდი ასაკია რასაც ზოგ შემთხვევაში ლეგენდებიც ვერ აღწევენ. ხოლო მესი 33 თუ 34 წლისაა არ ვივი ზუსტად და რონალდუ მაგ ასაკში რას აკეთებდა თუ გახსოვს მეგობარო? თუ ის ამბავი არ იცი რომ რონალდუს ტყუილად არ აქვს 5 ჩენპიონთა მოგებული. ბარსას ფანები რო გამოხვალთ და ლაპორტეს აბრალებთ მესის წასვლა ბოდიში და მეცინება
ალტ-"გენიოსი"
30 ნოემბერი 2021 16:28
0
ვეთანხმები ვაარტს, მესი უკვე ის მესი აღარ არის. ხშირად ჩვეულებრივ მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისგან მეტს ელის ყველა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ბარსა მხოლოდ მესიზე იყო აგებული და მესი ბარსას გარეშე ჩვეულებრივი ფეხბურთელი ხდება. რასაც ვერ ვიტყვით რონალდუზე, ის ყველგან ლიდერად რჩება.
G.LA
25 ნოემბერი 2021 14:25
10
ისეთ კრიტიკას მივიღებთ, სადაც უდიდესი ფეხბურთელის მისამართით, არ იქნება: ღვარძლი, ბოღმა და შური. ან რას ნიშნავს მესის მომხრეების მიმართ, გამოთქმული ნათქვამი,მესომანია გჭირთ? თქვენნაირ "კრიტიკოსებს" გჭირთ ზუსტადაც "მესომანია" რომ არ ასვენებთ ადამიანს.
g.las-s
26 ნოემბერი 2021 13:12
6
შენ დაბადებული არ იყავი მე რომ ფეხბურთის ყურება დავიწყე. მსოფლიო ჩემპიონატი ბუნდოვნათ 1974 დან მახსოვს. შენსავით მესომანია არ მჭირს და თუ ჩემ კომენტარს აკრიტიკებ, მაშინ იმ კრიტიკოსების კომენტარიც წაიკითხე ვინც მასზე დაწერეს. თუ იმ ყოფილი ფეხბურთელების აზრიც არაფერს ნიშნავს? ფეხნურთელები მათი სტატისტიკით იზომება და მესიმ რა სტატისტიკა დადო ლიგაზე (4თ 2გოლ) ან ლიგა ერთ-ში (6თ. 1გოლი)?
G.LA
26 ნოემბერი 2021 12:08
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული