გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზთურქმა ქუჩაში კამათის დროს მამაკაცს ესროლა და მასზე დაკავების ორდერი განზრახ მკვლელობის მუხლით გაიცა.
ბოლომდე გაურკვეველი მიზეზების გამო ექსსპორტსმენსა და რამდენიმე ადამიანს შორის კამათი მოხდა. ჩხუბის დროს ორი შვილის მამას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კიდევ ოთხი ადამიანი კი დაშავდა.
NTVSpor-ის ცნობით, გაქცეულმა ბრალდებები უარყო: "შემთხვევის დღეს ჩემი შვილები
"ომერ გენჩი ჩემი დაცვის თანამშრომელია. ინციდენტის დროს მან ჰაერსა და მიწაზე ისროლა. მეორე მხარეს დაახლოებით 30-40 კაცი იყო. ისინი თავს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები დაგვესხნენ. თან მყავდა ჩემი დაცვა, ასევე - დაცვის წევრის შვილები, ჩემი მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვენი მეუღლეები“, - ამბობდა ბრალდებული.
ოზთურქი კარიერის დასაწყისში დიდ ტალანტად ითვლებოდა და 2004/05 წლების სეზონში ბუნდესლიგის გუნდ "ლევერკუზენში" სერიოზული ნახტომი გააკეთა. 2006 წელს ის "ნიურნბერგში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და შვიდი თვის შემდეგ გუნდი დატოვა.
ამის შემდეგ ნახევარმცველი თურქეთში დამკვიდრდა - სტამბულის "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშში". სხვათა შორის, იქ ფეხი მოიკიდა და სუპერლიგის 124 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა (13 საგოლე პასი), აქტიური კარიერა კი 29 წლის ასაკში დაასრულა.
მომზადებულია TAG24-ის მიხედვით
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში [VIDEO]