უკრაინაში ქალთა ნაკრების მწვრთნელს კაცთა ნაკრების მწვრთნელზე მაღალი ხელფასი აქვს

AutoSharing Option
Meta-ratings.com.ua-ს ცნობით, უკრაინის ქალთა ნაკრების მწვრთნელის, ლუის კორტესის ყოველთვიური ანაზღაურება 17 ათასი ევროა.

უკრაინას სურს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი მათ ქვეყანაში ჩატარდეს, უკვე განაცხადიც შეიტანეს და ძლიერი გუნდის შესაქმნელად ესპანელ სპეციალისტს უხმეს, მაგრამ ჯერ კარგი თამაშით ვერ დაიკვეხნიან - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ უკანასკნელ მატჩში ჯერ შოტლანდიას დაუზავდნენ (1:1), შემდეგ კი უნგრეთთან დამარცხდნენ (2:4) და ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან.

ცნობისათვის, უკრაინის კაცთა ნაკრების თავკაცის, ალეკსანდრ პეტრაკოვის გასამრჯელო დაახლოებით 7 ათასია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან ძალით გვტენის უეფა ამ ქალთა ფეხბურთს და იმიტომ, უამრავი ფული იდება რომ ვინმეს დააინტერესონ მაგრამ უშედეგოდ
dato
08:44 02-12-2021
0

სიახლეები პოპულარული