კავაზაშვილი: უეფა და ფიფა ამერიკის შიშით უკანალებს უფრთხილდებიან

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, რუსეთის ფეხბურთის კავშირს უეფასა და ფიფას ალტერნატივად საკუთარი საერთაშორისო კონფედერაციის შექმნისაკენ მოუწოდა, რომელშიც სამხრეთ ამერიკისა და დსთ-ის ზოგიერთი სახელმწიფო და ინდოეთი გაერთიანდება და ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში იქნება.

"საერთოდ, დროა, ჩვენ უკვე კაცურად ვიმოქმედოთ და მათ წინაშე არ ვკანკალებდეთ. უკვე ორი წელია მივმართავ დიუკოვს, დაანებოს თავი ფიფასა და უეფაში წერილების წერას. მათ უკვე კარგა ხანია გადაწყვიტეს, რომ ყველაფერში დამნაშავენი ჩვენ ვართ, ამიტომ ყველგან მოგვკვეთეს. დაგვამცირეს და კიდევ რაღაცას ვთხოვთ! სიამაყით უნდა ვუთხრათ:
"ფიფა და უეფა, წადით ასო "х"-ზე".

ანზორ ბატონმა უკრაინის ნაკრების მწვრთნელ ალეკსანდრ პეტრაკოვსაც შეუტია და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნა, არ დაუშვან რუსეთი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მიუღებელია; ამ ცხოვრებაში პეტრაკოვი პაიკია, არაფერი არ უნახავს, არაფერი არ გაუკეთებია, ნაძირალაა, ფიფასა და უეფას ჩინოსნები კი თავიანთ უკანალებს უფრთხილდებიან, რადგან ამერიკის შიში აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ კაცის კომენტარებს ნუღარ დებთ და ნუღარ ანერვიულებთ ხალხს
ალექსანდრე
14:46 20-09-2022
0
ანზორიკო ნუთუ ვერ ხვდები რო მეტის გირსები ხართ ჩემი ნება რო იუოს არცერთ რუს სპორცმენს არ დაუშვებდი.სანამ დროა ჭკუას მოუხმეთ. გახილეთ თვალები მიწაში ნუ გაგთ თავები.
დავით
13:26 20-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული