მესიმ რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ს შემტევმა ლიონელ მესიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერზე, კრიშტიანო რონალდოზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც რიგით მე-7 ოქროს ბურთი მოიგო. შეგახსენებთ, პორტუგალიელს აქტივში 5 ოქროს ბურთი აქვს.

"ყოველთვის საკუთარი თავისთვის ვიბრძვი და არ ვუყურებ თუ რას აკეთებს სხვა. მე და რონალდოს წლებია კონკურენცია გვაქვს, ეს ყველაფერი ზრდაში დაგვეხმარა და კარიერაც შესაბამისი გამოვიდა.

ყოველთვის მინდოდა საუკეთესო საკუთარი თავის ავლით ვყოფილიყავი და არა ვინმეზე უკეთესი" - განაცხადა ლეომ France Football-თან ინტერვიუში.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
ლეო ხომ როგორც ფეხბურთელი უნიჭიერესია, მაგრამ თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეც მიყვარს და პატივს ვცემ.
მამუკა
14:58 04-12-2021
2
კოპა ამერიკა რომ არ მოეგო ოქროს ბურთს რეალურად ვერ აიღებდა, თუ მაგ პრინციით მისცეს ოქროს ბურთი და კოპა ამერიკაა გადამწყვეტი ფაქტორი მაშინ 2019 წელს ბრაზილიამ მოიგო ეგ ტურნირი, გაბრიელ ჟეზუსი იყო იმ დროს საუკეთესო ფორმაში და ორი ბურთიც შეაგდო ფინალში, 2019 წელს სიტიმ მოიგო პრემიერ ლიგა, ლიგის თასი და ასოციაციის თასი და გაბრიელ ჟესუსი იყო იმ წლის სიტის გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ ოქროს ბურთი მაინც მესის გადასცეს, ბარსელონამ იმ წელს მხოლოდ ლა ლიგა მოიგო, ლიგაზე ჩაფლავდა და არგენტინამ კოპა ამერიკაზეც ნახევარფინალი წააგო, ანუ რა გამოდის იმ წელს გადამწყვეტი აღმოჩნდა შიდა ჩემპიონატის მოგება ოქროს ბურთისთვის. ბოლო ორი წელია ბაიერნი შიდა ჩემპიონატში ქვას ქვაზე არ ტოვებს, ლიგაც მოიგო, ამ ყველაფრის შემოქმედი არის ლევანდოვსკი რომელიც სასწაულ სეზონებს ატარებს და ოქროს ბურთს ისევ მესის აძლევენ.
პ.ს. მესი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ბოლო ორი ოქროს ბურთი დაუმსახურებლად გადასცეს
მამუკა
17:47 04-12-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული