კაზინოში წაგებული ქონება და თავზე დადგმული რქები - უკრაინელი ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

AutoSharing Option
კიევის "დინამოს", "დნიპროსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რომან მაკსიმიუკმა ყველაფერი კაზინოში წააგო, ცოლი თანაგუნდელთან გაექცა, ახლა კი სუპერმარკეტში მტვირთავად მუშაობს. მან თავისი ისტორია გაიხსენა:

"სამი მეგობარი ვიყავით - მე, მაზიარი და ეზერსკი. ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებოდით. მე და მაზიარს კაზინოში თამაში გვიყვარდა, ეზერსკი კი ჩვენს იქიდან გამოთრევას ცდილობდა. შეგვეძლო 2-3 ღამე გვეთამაშა. ხანდახან იქ გვეძინა და დილას ვარჯიშზე მივდიოდით. სათამაშო მანია ავადმყოფობაა. სპორტსმენს აზარტი სისხლში აქვს, ჩვენ კი ჩაგვითრია. ყველაფერი წავაგე, ვალებში ჩავვარდი, ფულს ვსესხულობდი, შემდეგ სესხს არ მაძლევდნენ. კარიერა
დაღმავალი გზით მიდიოდა.

რაც გამაჩნდა, დნიპროში სამ თვეში ყველაფერი წავაგე. მანქანა დაახლოებით 300 ათას დოლარად მქონდა დალომბარდებული. ფსიქოლოგთან დავდიოდი. კლუბი და ყველა ჩემ გადარჩენას ცდილობდნენ. მერე "ვოლინში" გადავედი, რადგან ლუცკში კაზინო არ იყო. ახალგაზრდებს ვურჩევ, იქ არ იარონ.

როგორ გამექცა მეუღლე ალეკსანდრ ალიევთან? "დნიპროში" გადავედი, ოჯახი კი კიევში დარჩა. ტატიანას ღამის კლუბებში უყვარდა სიარული, მილევსკი და ალიევი გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ. მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ქალი რქებს მადგამდა. არ ვიჯერებდი, ვიდრე საკუთარ სახლში დაბრუნებულმა არ შევუსწარი. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა: რატომ სწორედ ფეხბურთელთან? რატომ დინამოელთან?

რა უნდა მეთქვა ალიევისთვის, როდესაც ტატიანამ განმიცხადა, რომ უყვარდა და მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო? რატომ უნდა გამელახა? ალიევს ძალით კი არაფერი გაუკეთებია. იქ სიყვარულია, ჰორმონები და ყველაფერი დანარჩენი.

ერთხელ ღამის სამ საათზე ბავშვმა დამირეკა და მითხრა, რომ ალიევი დედას თავს კედელს არტყმევინებდა, მასაც სცემდა. მთხოვა, მეშველა. ლუცკიდან კიევში გავიქეცი, მათ საქმის გარჩევებში ჩავერიე. ვუთხარი, რომ მათი ურთიერთობა არ მაინტერესებდა, მაგრამ არ მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემს შვილს შეხებოდა".

მომზადებულია "ბომბარდირის" "იუთუბის" არხისა და sport.unian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღამის კლუბებში უყვარდა ქალს სიარული, როცა ქმარი შინ არ იყო ))) უწესიერესი ქალი ყოფილა, რას ერჩით?!
ალიევს არ გაუმართლა)))
ისე ბო..ი ყველგან ბოზია, უკრაინაში, საქართველოში, ამერიკაში თუ აფრიკაში
7
ხახოლები არ ვიცი, მარა გრუზინებმაც რომ შეიგნონ რომ აზარტული თამაშები და კაზინო ეშმაკის მოგონილია და ანადგურებს ოჯახსაც და ქვეყანასაც, ურიგო არ იქნებოდა.
სგ
10:45 15-12-2021
10

სიახლეები პოპულარული