ზახარიანი "რეალში"? - აგენტი გაოგნებულია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში უკანასკნელ ხანს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველ არსენ ზახარიანს "რეალი" იწვევს და ტრანსფერს მადრიდული გუნდის ფეხბურთელის, ლუკა მოდრიჩის აგენტი ვლადო ლემიჩი განახორციელებს. ისიც დაიწერა, რომ ლემიჩი სპეციალურად მოსკოვში ჩაფრინდა და "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ჟელკო ბუვაჩს შეხვდა.

გაოცებულმა ლემიჩმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. "უკანასკნელად რუსეთში სამი წლის წინ ვიყავი. არ ვიცი ფეხბურთელი, რომელზეც მეკითხებით და ამ საქმეში არავითარ მონაწილეობას არ ვიღებ. ბუვაჩთან არასოდეს მისაუბრია", - ციტირებს ლემიჩს Р-Спорт-ი.

ზახარიანმა რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაზე
17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აი, ამის დაწერას რაიმე აზრი ან მნიშვნელობა-ღირებულება აქვს?
გულშემატკივარი
22:51 29-12-2021
0
ხახარიანი მართლაც კარგი ფეხბურთელია და არ გამიკვირდებს რომელიმე გრანდში რომ ვიხილო.
ჯუჯი
01:19 30-12-2021
4

სიახლეები პოპულარული