მიქაუტაძეს "სერენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
"სერენის" უხეირო ასპარეზობის გამო გადაყენებული ჟორდი კონდომის ნაცვლად 59 წლის ფრანგი ჟან-ლუი გარსია დანიშნეს.

გარსიას წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ოფიციალურად წარადგინეს და დღეიდან მუშაობას შეუდგება. მან გუნდში თან თანაშემწეც მიიყვანა - ლუის მანუელ ნოგეირა.

გარსია ფეხბურთელობისას მეკარე იყო. თამაშობდა "კანში", "მონსოში", "მონაკოში", "შატელროში", "ნანსისა" და "ნანტში". წვრთნიდა "ნანტში" მეკარეებს, "ბორდოში" - დუბლებს, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად "ტულონში", "ანჟეში", "ლანსში", "შატორუში", "გრენობლში", "ტრუასა" და "ნანსიში" მუშაობდა, საიდანაც გასული წლის მაისში დაითხოვეს.

"სერენის" ღირსებას საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იცავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული