პოლონეთის ნაკრები ცაიტნოტშია - შევჩენკო 3 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
უმწვრთნელოდ დარჩენილი პოლონეთის ნაკრები 24 მარტს რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში უნდა შეხვდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაბიო კანავარომ მათი ეროვნული გუნდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, ნაკრების პრეს-ატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ კი თქვა, რომ "ჯენოადან" დათხოვნილი ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას არ განიხილავდნენ და მალე ვაკანტურ თანამდებობაზე ადგილობრივ სპეციალისტს დანიშნავდნენ.

Przegląd Sportowy-ს ცნობით, ეს ადგილობრივი სპეციალისტი პაულო სოუზას გადაყენების შემდეგ ადამ ნავალკა იყო, მაგრამ მან ნაკრებში დაბრუნება არ ისურვა და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ შევჩენკოსთან მოლაპარაკება განაახლა.

Sport.pl-ი იტყობინება, რომ შევჩენკო წლიურ გასამრჯელოდ დაახლოებით
3 მილიონ ევროს ითხოვს. ცნობისათვის, პაულო სოუზას ხელფასი 850 ათასი იყო და ეს ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალი ანაზღაურება გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამეტანი მეძვირე ყოფილა ანდრიუხა :)
Levan1
11:43 20-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული