"რუბინმა" 29 წლის თავდამსხმელ ჯორჯე დესპოტოვიჩთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზანური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
დესპოტოვიჩი "რუბინში" 2020 წელს გადავიდა და მის შემადგენლობაში 36 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დესპოტოვიჩმა გუნდის მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის აგენტთან, კრისტიან ემილესთან თანამშრომლობა არ ისურვა და დუბლებში ამიტომ გადაიყვანეს.
მან კარიერა შეიძლება მოსკოვის ცსკა-ში ან "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელოს.