მაურო იკარდის ყოფილმა ცოლმა ვანდა ნარამ განაცხადა, რომ წარსულში მეუღლეს უღალატა.
შეგახსენებთ, ნარა 2013 წლამდე მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, 2013 წელს კი წყვილი დაშორდა, არგენტინელი კი თანამემამულე იკარდიზე 2014 წელს დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ ლოპესმა ლამაზმანი ღალატში დაადანაშაულა.
"ინსტაგრამის" "ლაივ ჩატში" ვანდამ მაყურებლის შეკითხვაზე, უღალატა თუ არა მეუღლეს, უპასუხა: "მიღალატია თუ არა მეუღლისთვის? ერთხელ დიახ..."
ჩატის მიმდინარეობისას სამხრეთამერიკელმა თქვა, რომ ფეხბურთელის ცოლობისას ყველაზე რთული ნეგატიური კომენტარების მოსმენა გახლავთ.
შეგახსენებთ, ვანდა ნარა თავის მეორე მეუღლეს, პსჟ-ის თავდამსხმელ მაურო იკარდის იმის გამო დასცილდა,
რომ მან მოდელ ევგენია "ჩინო" სუარესთან გააბა რომანი. თუმცა ვანდა საკმაოდ ჭკვიანი ქალია და ფინანსურად დაზარალებული არ გამოვა. მან სუარესს ბოზ*ი უწოდა და გაშორების შემდეგ მოღალატე იკარდისგან 90 მილიონი ევრო მოითხოვა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით