უკრაინასთან მხოლოდ გამარჯვება - რუსებს პრემიალურები გაუზარდეს

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები შეხვდებიან.  მატჩს ამ ქვეყნებს შორის რთული დამოკიდებულების გამო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და რუსები თავიანთ მოთამაშეებს გამარჯვების შემთხვევაში ბონუსების გაზრდას დაჰპირდნენ.

თავიდან რუსები ნაკრების თითოეულ მოთამაშეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებისათვის 5 ათას ევროს დაჰპირდნენ, ვერცხლისათვის - 8.7 ათასს, ხოლო ოქროსათვის - 11 ათასს.

უკრაინელებთან დაპირისპირების გამო სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - მათთან გამარჯვებისათვის თითოეული რუსი მოთამაშე 17.5 ათასს მიიღებს.

შეგახსენებთ, ამ გუნდების მატჩი 4 თებერვალს ჩატარდება.

- რუსებს პრემიალურები გაუზარდეს" style="height: 50px; width: 50px;" />ევრო 2022. ომი ფუტსალში უკრაინასა და რუსეთს შორის - უკრაინელთა ექსკაპიტნის ინტერვიუ
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკრაინელებს გაცილებით დიდი პრემია აქვთ დაწესებული. რუსეთის დამარცხება!!
ამას ვერანაირი პრემია ვერ გადაწონის უკრაინელებისათვის, ასევე როგორც ჩვენთვის იყო. იმედია უკრაინელები მაინც მოახერხებენ ამჟამად ფავორიტად შერაცხულ რუსეთის ნაკრებს. ჩვენ ნაკრებს უფსკრული ნამდვილად არ ჰქონია რუსებთან. უკრაინა უფრო დაბალანსირებული გუნდი მგონი ჩვენზე, ძლიერი ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე. წარმატება ჩვენ ძმებს უკრაინელებს.
G.LA
22:25 03-02-2022
8
როგორც ცხონებული მერაბ კოსტავა იტყოდა, - ძირს რუსეთის უდამპლესი იმპერია!
ILIA
12:50 04-02-2022
1

სიახლეები პოპულარული