უკრაინასთან მხოლოდ გამარჯვება - რუსებს პრემიალურები გაუზარდეს

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები შეხვდებიან.  მატჩს ამ ქვეყნებს შორის რთული დამოკიდებულების გამო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და რუსები თავიანთ მოთამაშეებს გამარჯვების შემთხვევაში ბონუსების გაზრდას დაჰპირდნენ.

თავიდან რუსები ნაკრების თითოეულ მოთამაშეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებისათვის 5 ათას ევროს დაჰპირდნენ, ვერცხლისათვის - 8.7 ათასს, ხოლო ოქროსათვის - 11 ათასს.

უკრაინელებთან დაპირისპირების გამო სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - მათთან გამარჯვებისათვის თითოეული რუსი მოთამაშე 17.5 ათასს მიიღებს.

შეგახსენებთ, ამ გუნდების მატჩი 4 თებერვალს ჩატარდება.

- რუსებს პრემიალურები გაუზარდეს" style="height: 50px; width: 50px;" />ევრო 2022. ომი ფუტსალში უკრაინასა და რუსეთს შორის - უკრაინელთა ექსკაპიტნის ინტერვიუ
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ცხონებული მერაბ კოსტავა იტყოდა, - ძირს რუსეთის უდამპლესი იმპერია!
ILIA
12:50 04-02-2022
1
ჩემი აზრით რუსეთი-პორტუგალია იქნება ფინალი.
კახა ქ.
01:18 04-02-2022
23

სიახლეები პოპულარული