სენეგალელთა მთავარმა ვარსკვლავმა სადიო მანემ მე-7 წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. გოლის გატანა "ლივერპულში" მის თანაგუნდელ, ეგვიპტელთა მთავარ ვარსკვლავ მუჰამედ სალაჰსაც შეეძლო, მაგრამ "ჩელსის" მეკარე ედუარდ მენდიმ გუნდი გადაარჩინა.
თერთმეტმეტრიანები სენეგალელთა მართლაც ვარსკვლავურმა ნაკრებმა უკეთ შეასრულა. საბოლოოდ, მანე გმირად იქცა, სალაჰი კი კიდევ ერთ ფინალში დამარცხდა და ცრემლები ვერ შეიკავა - ეგვიპტელებს ისეთი მაღალი კლასის მოთამაშეები ნამდვილად არ ჰყავს, როგორც სენეგალს.
"მათ ეგვიპტელი 50-60 წლის განმავლობაში ემახსოვრებათ..." - კლოპმა სალაჰი შეაქო