არავითარი ტურნირი რუსეთში - დიდი ბრიტანეთის სანქციები რუსული კლუბების სპონსორების მიმართ

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მოსკოვის ქმედების საპასუხოდ სანქციებს უწესებენ რუსეთის ხუთ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს.

მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ "სოჭის" პრეზიდენტი ბორის როტენბერგი, ცსკა-ს ჰოკეისტთა კლუბის პრეზიდენტი გენადი ტიმჩენკო და საფეხბურთო კლუბ ცსკა-ს სპონსორი "პრომსვიაზბანკი".

დიდ ბრიტანეთში მათი ნებისმიერი აქტივი გაიყინება, აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ხოლო ბრიტანელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება არ ექნებათ, მათთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეთ.

ბორის ჯონსონმა აგრეთვე თქვა, რომ რუსეთი სულ უფრო იზოლირებული ხდება, განდევნილის სტატუსი აქვს და ქვეყანას,
რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა, არავითარი საფეხბურთო ტურნირის ჩატარების შანსი არ გააჩნია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
,,ქართული სული", საქართველოს ნაკრების კაპიტანი(!), კიდევ მოსკოვის ,,ცსკა"-შია?
კოტე ბრეგვაძე
10:18 23-02-2022
2
ჭკუა იხმარა ბორიამ და ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქე გახდა. ისრაელი რომ დაიკიდოს ჯონსონმა, პორტუგალიასთან არ გამოვა. ევროკავშირის წევრია და აქედან გამომდინარე ევროკავშირის მოქალაქეა ბორისი
ოოო..
00:36 23-02-2022
0

სიახლეები პოპულარული