რუსეთის უეფადან მოკვეთა - ახალი სანქციების მოლოდინში

AutoSharing Option
Insidersport-ის თანახმად, ფიფა აქამდე არსებულ რეგულაციებზე შეჩერებას არ აპირებს და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოუწოდებს, უეფადან რუსეთის გაძევებასა და ამ ქვეყნის კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთაზე იფიქროს.

ამავდროულად, AP-ი იუწყება, რომ ალბანეთის ნაკრები უარს ამბობს, უახლოესი "ერთა ლიგის" მასშტაბით მათი ჯგუფის მეტოქე რუსებს დაუპირისპირდნენ - ამის შესახებ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლკა ჯაჩკამ განაცხადა.

ამ ორი ნაკრების გარდა, ჯგუფში ისლანდია და ისრაელი არიან.

შეგახსენებთ აქამდე არსებულ ძირითად რეგულაციებს - ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება სანქტ-პეტერბურგს ჩამოერთვა; რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირზე ითამაშებს
არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელწოდებით; შეხვედრებისას მათ არ ექნებათ დროშა და არ გაჟღერდება ჰიმნი; პოლონეთი, ჩეხეთი და შვედეთი რუსეთთან პლეი-ოფის თამაშზე უარს აცხადებენ.

უახლოეს წარსულში რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიანიჭეს, ახლა კი მის მიმართ მკაცრ სანქიებს ვხედავთ, რაც მისასალმებელია.

altარც სახელწოდება, არც დროშა, არც ჰიმნი - რუსული ფეხბურთი მწარედ დასაჯეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
რას მასხარაობენ ეს კორუმპირებული ფიფა, უეფა და ოლიმპიური კომიტეტი, მოხსენით ყველა სპორტსმენი თუ გუნდი ყველა ტურნირიდან და ყველაფრიდან, არცერთი რუსი სპორტსმენი არსად და წერტილი! რა დროშა, რის დროშა, ტარი გაუკეთეთ პუტლერს
llcl
17:10 28-02-2022
3
სამარცხვინოები არიან ჩეფერინიდან დაწყებული აქაური ლიდერშიპით დამთავრებული. რა დროშა და ჰიმნი... გააგდონ უნდა საერთოდ ყველა ფედერაციიდან. წავიდნენ რუსი ფეხბურთელები (და ყველა სპორტსმენები) და წითელ მოედანზე გააპროტესტონ....
0

სიახლეები პოპულარული