"დედაჩემი, ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ჩემი ხალხი კიევში იმყოფებიან..." - ანდრეი შევჩენკო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი კიევიდან არ გამოქცეულა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო, "მილანისა" და სხვა დიდებული გუნდების ექსფორვარდმა საკუთარ ქვეყანასა და ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მე ლონდონში ვარ, თუმცა დედაჩემი, ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ჩემი ხალხი კიევში იმყოფებიან. ძალიან ვნერვიულობ იმ ყველაფერზე, რაც ახლა ხდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჯარს, ქვეყნის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს, რომ სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს მიწა-წყალს. ისინი გმირები არიან. ვამაყობ, რომ მათი თანამემამულე ვარ" - განუცხადა უკრაინულ ტელევიზიას
შევჩენკომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული