ტირასპოლის "შერიფმა" ნამდვილი სენსაცია მოახდინა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა და თვით "რეალი" დაამარცხა. მისი უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი კლუბის ხელმძღვანელობას დაეთხოვა და რუს ოკუპანტებთან საომრად ზაპოროჟიეში ჩავიდა. მან FootBoom-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ თავისი დამოკიდებულება არ დამალა:
"საარტილერიო ბრიგადას აყალიბებენ, არ ვიცი, როდის გავემგზავრებით. შესაძლოა, დღეს ან ხვალ. ისიც უცნობია, სად გაგვაგზავნიან. როდესაც ომი დაიწყო, პორტუგალიაში ვიყავი, სადაც ევროპა ლიგაზე "ბრაგასთან" უნდა გვეთამაშა. დაახლოებით 04:30 საათზე შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი შემოტევა დაიწყო. სრულ შოკში
ვიყავი. ვფიქრობ, ამან ჩვენს თამაშზე იმოქმედა. თუმცა ფეხბურთელები სათამაშოდ განვაწყვე, ვცდილობდი, თავი შემეკავებინა. მადლობა ბიჭებს, რომ მხარი დამიჭირეს. ყველამ. ნამატჩევს გენერალურ დირექტორ ვაჟა თარხნიშვილთან მივედი და ვუთხარი, რომ მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ უკრაინაში ოჯახთან წავიდოდი. ჩემი მშობლები კი ზაპოროჟიეში იმყოფებოდნენ.
26 თებერვალს ზაპოროჟიეში ჩავედი, ღამე გავათიე და მეორე დღეს სამხედრო კომისარიატში გამოვცხადდი. კლუბში ჯერ არ იციან, დღეს შევატყობინებ. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებენ, რომ სამშობლოს დასაცავად წავედი. დღეს ვაპირებ თარხნიშვილთან შექმნილ სიტუაციაზე დალაპარაკებას. ვფიქრობ, ვაჟა ედუარდის ძე გამიგებს, მან ხომ იგივე გამოიარა, რაც ახლა უკრაინაში ხდება. 2008 წელს რუსეთმა მისი სამშობლოს წინააღმდეგ დაიწყო ომი. ამიტომ ის, როგორც არავინ გამიგებს.
ვინ გაიმარჯვებს? ჩვენ, აბა, სხვა ვინ? თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვიან უკრაინელები! ვფიქრობ, პუტინი ნანობს, რაც გააკეთა. უკრაინელი ერის ასეთი გაერთიანება ერთ რამედ ღირს. მთელი ზაპოროჟიე საომრად მზადაა, მთელი ქალაქი! ამიტომ სამხედრო კომისარიატებს დიდი სამუშაო აქვთ. ყველა უნდა გააფორმო, ორგანიზება გაუწიო... უკრაინა უპირველეს ყოვლისა! ჩვენ გავიმარჯვებთ!
შიში? 56 წლის ვარ, ვისი უნდა მეშინოდეს? პირიქით, ცხოვრება ვიცხოვრე. მე შიში ბავშვების, შვილიშვილების, მეუღლის და ყველა ნათესავის გამო მაქვს.
პუტინს ეს უნდოდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს იმპერატორი ვერასოდეს გახდება. ადოლფ ჰიტლერის ასლია. ადრე ისინი შევადარე. რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები - ეს "გებელსოვშინაა". პუტინი და მისი ხელის ყველა ჟურნალისტი - აქ გებელსი საფლავში გადატრიალდებოდა! ისიც კი ვერ მისცემდა საკუთარ თავს იმის უფლებას, რასაც რუსეთის ტელევიზიები აჩვენებენ.

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. პუტინი საქონელი, გონჯი და ვამპირია ერთად. სწორად ამბობენ: პუტინ, წადი შენი..."
"შერიფის" მწვრთნელი: უკრაინელი ვარ და რუსეთში არასოდეს ვიმუშავებ
ვერნიდუბი: "რეალის" დამარცხებით არაფერი ზებუნებრივი არ გაგვიკეთებია