რუსეთის პრემიერლიგაში სამი გერმანელი მწვრთნელი მუშაობდა, გუშინ მოსკოვის "ლოკომოტივი" მარკუს გიზდოლმა დატოვა, დღეს კი "კრასნოდარი" დანიელ ფარკემ.
ფარკემ "კრასნოდარი" თვენახევრის წინ ჩაიბარა, ახლა კი კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თანაშემწეებთან ერთად რუსეთიდან წავიდა. გუნდის თავკაცად დროებით მეკარეების მწვრთნელი ალეკსეი ანტონიუკი დანიშნეს.
"კრასნოდარის" პოლონელმა ნახევარმცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა ლეგიონერები შეკრიბა და დაარწმუნა, რომ ყველას სამშობლოში დაბრუნება მართებს.
მოსკოვის "დინამოდან" აბარგებას არ აპირებს სანდრო შვარცი. გერმანიის ფეხბურთის კავშირმა მას სასწრაფოდ რუსეთის დატოვება მოსთხოვა. შვარცი დედაქალაქურ გუნდს 2020 წელს ჩაუდგა სათავეში.