"თბილისის "დინამოსთან" ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით" - მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი მოსკოვის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი რუსული გუნდის გერმანელმა მწვრთნელმა სანდრო შვარცმა გააკეთა.

"ჩვენთვის ეს კარგი ტესტი იყო. ძალიან კარგად ვართმევდით ბურთს და კარგად ვმოქმედებდით პრესინგზე. საგოლე მომენტების შექმნა ძალიან კარგად არ გამოგვდიოდა. მეტოქის კართან მეტი ხიფათის შექმნა და დამაგვირგვინებელ სტადიაზე უკეთ მოქმედება გვმართებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელს მივეცით თამაშისა და თავის წარმოჩენის შესაძლებლობა.

ჩვენ ფეხბურთელებს გარკვეული მოთხოვნები წავუყენეთ, მათ შორის, სათამაშო დროის მიხედვით. ამიტომ დღეს დროის დიდ მონაკვეთებში სუპერინტენსიურად
ვითამაშეთ. პრობლემა იმაში იყო, რომ ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შევქმენით", - განუცხადა შვარცმა კლუბის "იუთუბის" არხს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული