რუსეთის საფეხბურთო კავშირი ფიფასა და უეფას უჩივის

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებული სანქციების შემდეგ ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირი განცხადებას ავრცელებს და ფიფასა და უეფას მიმართ საჩივარს აანონსებს:

"ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, ასევე, სპორტულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მას აშკარად დისკრიმინაციული ხასიათი აქვს და უამრავ სპორტსმენს, მწვრთნელს, კლუბისა და ეროვნული ნაკრების თანამშრომლებს აყენებს ზიანს. რაც ყველაზე მთავარია, მილიონობით რუს და უცხოელ გულშემატკივარსაც...

მსგავსი ქმედებები მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას აპირისპირებს, რომელიც ყოველთვის იცავდა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და პოლიტიკისგან დამოუკიდებლობის პრინციპებს.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება სპორტის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად."

მოგეხსენებათ, უკრაინაში
შეჭრის გამო რუსეთის მიმართ სხვადასხვა ტიპის სანქცია გავრცელდა. რაც შეეხება კონკრეტულად ფეხბურთს - ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები და კლუბები საერთაშორისო  შეჯიბრებებიდან მოკვეთეს.

altთქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
რას წვალობთ ასე? პირდაპირ მსოფლიოს უჩივლეთ მსოფლიოს წინააღმდეგ, მსოფლიოს სასამართლოში....ჯერ აზრზე არ არიან, რა შარში აღმოჩნდნენ, რასაც წლობით აშენებდნენ ერთ წამში, 2022 წლის 24 თებერვლის დილით, დილის 4 საათზე დაანგრიეს.....თავიანთ სამყაროში არიან ისევ და თავს მსოფლიოს ნაწილად თვლიან, ვერ ხვდებიან, რომ წლები დაჭირდება იმის დალაგებას, რაც მო...ეს
zaz197
16:29 03-03-2022
4
სად უნდა გაასაჩივრონ არაფერი არ ესმით??? ნაკრებები და კლუბები უარს აცხადებენ მათთან თამაშზე ამის გარდა იუგოსლავიაც იყო მოკვეთილი და ეს პრეცედნეტია. თუ რაიმე შანსი ექნებოდათ აქამდეც გაასაჩივრებდნენ. უბრალოდ რაზე ვარ გაოცებული, ამდენი კომენტარები აქვთ რუსებს რომ როგორ გვექცევიან სპორტი და პოლიტიკა რა შუაში არისო და ამ დროს ერთი არავინ გამოჩნდა გარდა მოჭადრაკე გრიშუკისა რომელიც იტყოდა რომ ომი მიუღებელი არისო. ეგ ყველა სპორტი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას და მერე მათი შეშლილი ლიდერი იჭიმება რომ წარმატებას აღწევენ შესაბამისად სანქციები ლოგიკურია. ჩოგბურთში მოკვეთეს რუსეთის ნაკრები და არ შეეხო ეს ჩოგბურთელებს რომლებიც თავიანთი ფულით დადიან ტურნირებზე და იგივე რუბლევმაც გააკრიტიკა რუსეთი ომის გამო. ყველაზე ნაღდი იქნება რუსეთმა შეკრიბოს: რუსეთი, აფხაზეთი, სამხერეთ ოსეთი, დნრ, ლნრ, ბელორუსია, ჩრდილოეთ კორეა, დასებულ..ის ჩეჩნეთი და ეს რვა ორ ქვეჯგუფად დაიყოს და ითამაშონ რამდენიც უნდათ.
azri
16:55 03-03-2022
2

სიახლეები პოპულარული