რუსეთს ექნება "ვოდოკაჩკის" ჩემპიონატი და დაეშლება სახელმწიფო

AutoSharing Option
სპორტს და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვსო, ბრძანებს ზოგიერთი, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ეს უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა იტალიურ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუშიც დაადასტურა. უკრაინაში ინტერვენციისას რუსული ბლიცკრიგის გეგმა ჩაიფუშა. ეს ის უკრაინა აღარაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი დაკარგა.

რუსეთს ძვირად დაუჯდება პუტინის ავანტიურა. ამის ყველა ნიშანი უკვე სახეზეა. სპორტულით დავიწყოთ: რუსეთი სრულ სპორტულ იზოლაციაში მოექცა, მათ ნაკრებებსა და სპორტსმენებს აეკრძალათ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა, მათთან მოასპარეზე ლეგიონერებს უფლება მისცეს 7 აპრილამდე საზღვარგარეთულ
კლუბებში გადავიდნენ, თუმცა 30 ივნისს უკან უნდა დაბრუნდნენ. ცხადია, იმ დროისთვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სიტუაცია უკეთესობისაკენ არ შეიცვლება, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება და საბოლოოდ ლეგიონერებს ხელშეკრულებების გაწყვეტის უფლებას მისცემენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოთამაშეებს ელემენტარულად ვერ გადაუხდიან ხელფასებს.

ფიფა და უეფა, რომლებიც რუსეთს მუდამ უწყობდნენ ხელს (რა თქმა უნდა, არა უანგაროდ) სხვადასხვა დიდი შეჯიბრებების მათ ქვეყანაში ჩატარებასა და კენჭისყრებისას სასურველ ჯგუფებში მოხვედრაში, იძულებულნი იქნებიან სრულად მოკვეთონ. ახლა უკვე ბევრი საღად მოაზროვნე რუსი აღნიშნავს, რომ მათი პრემიერლიგა "чемпионат водокачки" (წყალსატუმბის ჩემპიონატი) გახდება. დააკვირდით როგორ დიპლომატიურ კომენტარებს აკეთებს "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი. მხოლოდ სსრკ-ის ნაკრების ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი იცემს გულში მჯიღს და ამბობს, რომ ეს ხარახურა უცხოელები არაფერში არ სჭირდებათ. სადღეისო მონაცემებით უეჭველია, ეკონომიკური კრიზისი თანდათან გაღრმავდება და შეუქცევად ხასიათს მიღებს.

ჩვენი საიტის პროფილიდან გამომდინარე, პოლიტიკაზე საუბრით თავს ზედმეტად არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. იმისათვის, რათა მივხვდეთ, თუ რა მძიმე სიტუაციაშია რუსეთი, საკმარისია კრემლის ერთ-ერთი წამყვანი პროპაგანდისტისა და რუპორის, ნირწამხდარი ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემებს მოკლე ხნით მოუსმინოთ. მემარცხენე იმპერიალისტმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, რომ პუტინი შეცდა, ხაფანგში შეიტყუეს და მის სამშობლოს დასავლეთის მხეცები დაგლეჯენ. გავიხსენოთ, რომ გერმანიის პირველმა რაიხსკანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა თანამემამულეებს დაუბარა, არ გაებედათ და რუსეთთან ომი არ დაეწყოთ და ამ სახელმწიფოს განადგურების ერთადერთი საშუალება მასთან უკრაინის გადაკიდება იქნებოდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა, ავღანეთში შეჭრის შემდეგ საბჭოთა კავშირი, ახლა კი როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის ჯერია. რუსეთის არმიამ 16 დღეში დაახლოებით იმდენი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა, რამდენიც ავღანეთში 10 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ნაცვლად იბრძვის და დასავლეთის სამხედრო დახმარება და რუსეთის მიმართ ფინანანსური სანქციები ბოლომდე საკმარისი არ არის, თუმცა მაინც ძალიან ეფექტურია. ეს ომი, ალბათ, გაჭიანურდება და უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, რომელიც თავისი მიწისა და თავისუფლებისათვის გმირულად იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მუდმივად ტრიალებს აზრი,რომ თუ რუსეთი არ იქნება თურქეთი ჩაგვყლაპავს.მეც მიფიქრია ამაზე და რა თქმა უნდა გამორიცხული არაფერია.მაგრამ არ მასვენებს ის შეგრძნება რომ ათათურქის მერე თურქეთი გაცილებით დემოკრატიული ქვეყანაა ვიდრე რუსეთი.საქართველო,უკრაინა,თურქეთი,აზერბაიჯანი- მივესალმებოდი ამ თანამშრომლობას.(ნუ შემდგებით
გაგა
13 მარტი 2022 07:42
4
ეს ჯიქია სულ მუხლებდაჩოქილი რომ შეგვეხვეწოს, საქართველოში არ უნდა ათამაშო.
მეგრელი
12 მარტი 2022 19:11
3
ეგ წვეტიანი აზრები საიდან მოგდის?
G.LA-ს
12 მარტი 2022 18:34
18
ახლა ისეთი დროა როდესაც თქვენც უნდა დაწეროთ და კარგსაც აკეთებთ რომ წერთ. ჩვენ ყველამ ერთად ყველგან უბნა ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი. ეს არის ფაშიზმი რომელიც ემუქრება ნსოფლიოს. მეტ ნაკლებად ყველას მოგვეპოვება ინფორმაცია თუ რას და როგორ ფიქრობენ რუსეთის უმეტესი მოსახლეობა. ეს ერშია პრობლემა და ამაზე ხმამღლა უნდა ვისაუბროთ მოურიდებლად. ეს ხომ არ ნიშნავს ჩვენთან ახლა შემოსულ რუსებს შეურაწყოფა მივაყებოთ და ვიძალადოთ, აგერ უკრაინელები ტყვეებს რა ადამიანურად ექცევიან. მაგრამ მათ აქ კომფორტი არ უნდა ნახონ. ბევრი რამ ვნახეთ რუსი და არა რუსი იქ მოსახლეობის გამოთქმული აზრები სოციალურ ქსელებში. იქ მედია მხოლოდ ზომბირებას აკეთებს მასებზე და ეს ხდება ათეულობით წლები. ეს ბოროტების იმპერია თუ არ დაინგრა, ყველა რუსეთის მოსახლე ამ ჭკუაზე იქნება. ამხელა ბოროტება ასე მალე არ დაინგრევა და არც უმტკივნეულოდ. ეს მთელ მსოფლიოს შეეხება და უნდა ვეცადოთ ჩვენ ნაკლებად შეგვეხოს, ერთად დგომით ეს შესაძლებელია და არა ნაცობის და ქოცობის ძახილით. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, დიდება ანწუხელიძეს!
G.LA
12 მარტი 2022 17:50
2
ბატონო ვაჟა-არ შეგეკამათებით,მაგრამ იქნებ ისიც დაგერთოთ ჩვენ აქედან რას უნდა ველოდოთ.
მიგვიწვდება კი ხელი ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე? და მეორე-თურქები არ ერევიან არაფერში, მაგრამ დადარაჯებული არიან როგორც კი რუსეთი დასუსტდება იმ ტერიტორიიებს მიიტაცებს რასაც ახლა ვერ ბედავს-ცოტა ხნის წინ ყაზახეთის თურქული რევოლუციის ჩაშლა კი ვნახეთ.
აჭარაზე ილესავენ კბილებს ძაღლიშვილები და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს-რას ფიქრობთ ამაზე სხვებმაც დააკომენტარეთ.
იმას კი არ ვამბობ რო რუსეთი გვიცავდა-კავკასია იყო ტაბუსავით.
ახლა თუ მოვლენები ისე განვითარდა როგორც ავტორი წერს თურქული ტანკები შემოჯლიგინდებიან და რა უნდა იყოს ჩვენი თავდაცვის საშუალება?
დაგვეხმარება კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა,თუ სანქციებით შემოიფარგლება? იქნება ის დროა ბომბებს ვიმარაგებდეთ.
Levani
12 მარტი 2022 15:28
26
თურქს, აზერბეიჯანელს და ამერიკელს არ გამოვუგდივარ აფხაზეთიდან.
ბარაქა
12 მარტი 2022 18:06
2
საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა საერთაშორისო პოლიტიკაზე. უიი აჭარაზე თვალი უჭირავს. ბიჯო სხვისი ტერიტორიის მიტაცების თვის არის ამხელა ამბავი ატეხილი და თურქეთს რომელსაც ყარსის ხელშეკრულება უდევს დაარღვევს და თავს რუსეთის დღეში ჩაიგდებს,@? ვის რაში ჭირდება აჭარა. რატო უნდა წაგართვას რა მიზნით?
ლექსო
12 მარტი 2022 17:43
2
ყველა გამოხმაურება
რუსკი ჟორას.
უკრაინა არ ბომბავს როსტოვს, ლიპეცკს და ვორონეჟს.
რუსი ნაძირალა კრიმინალები ბომბავენ კიევს, ხარკოვს და მარიუპოლს.
რუსკი ჟორა, иди нах*й.
ქ. გ.
12 მარტი 2022 13:19
5
დიდ შეცდომას უშვებთ, როცა ფიქრობთ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომია. დღეს უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელთა ხელებით ერთმანეთს ებრძვის რუსეთ-ლიბერასტული სამყარო, რომლებსაც აქვთ თავიანთი მიზნები, რომელთაგან ლიბერასტულმა სამყარომ თავისი გეგმა შეასრულა, ანუ რუსი და უკრაინელი ხალხი საუკუნოდ გადაკიდა ერთმანეთს და ხელში ჩაიგდო უკრაინა. ახლა რუსების ჯერია, რომლებსაც სურთ მინიმუმ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს და ყირიმი შეინარჩუნონ, ხოლო მაქსიმუმი ლუგანსკ-დონბასი დამოუკიდებელ ერთეულად გამოაცხადება შეინარჩუნონ. როგორც ყველა ომი ესეც ზავით დამთარდება, სადაც, რადგან ლიბერალისტურმა სამყარომ თავისი გაინაღდა ახლა უკრაინას ნატოზე და ყირიმზე უარს ათქმევინებენ, ხოლო რუსეთს დონბასის აღიარებაზე. დაიმახსოვრეთ ეს.
ჟორა გაბრიჭიძე
12 მარტი 2022 12:49
54
ჟორა, გაეშვი ამ სალავიოვის გადაცემის ყურებას, ხომ ხედავ, გწყენს.
123
12 მარტი 2022 17:18
2
მშვენივრად დაგიწერეს ზემოთ, დღეიდან ხარ რუსკი ჟორა. სულით ხარ რუსი.
დათო
12 მარტი 2022 15:10
4
ყველა გამოხმაურება
ჩემი შეხედულობით ადამიანი რომელიც მოქალაქეობას შეიცვლის ფუფუნების,პოპულარობისთვის და სამშობლოს ზურგს აქცევს და ეროვნებაზე უარს იტყვის მხოლოდ საკუთარი ,,მე და ჩემი ნაბადისთვის'' ყოველთვის დამარცხებულია არამხოლოდ ერის თვალში არამედ ოჯახშიც და ირგვლივ იქ სადაც ის დააბიჯებს ფეხს!!
მეცოდება ის ვაი საცოდავი არსებები ვისაც თავმოყვარეობა,პრინციპი,
პატრიოტიზმი და მისი ,,კუთხე კუნჭული'' არ გააჩნია!!
მახსენდება ჯიქიას სიტყვები
,,есть такой народ'' ესე გაგვიცხადა სამეგრელოზე და ზოგადად საქართველოზე...
ჩვენ ძალიან გვატკინთ გული და ვერ წავშლით ამ ყველაფერს ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ,თუმცა ისტორია არ პატიობს არავის წარსულის შეცდომებს!!
მადლობა საქართველოდან იმისთვის რომ ანტი გმირები ხართ და თაობებს მაგალითად ექნება თქვენი სახელები რომ მათ შეცდომა არ დაუშვან და ფულში სინდისი და საკუთარი ერი არ გაცვალონ..
შავი კაცი
12 მარტი 2022 12:47
4
დჟიკია, ხვალ სად გაქვს თამაში? ბლიადოსლავსკის ტრაქტორთან თუ მუხასრანსკის პიონერთან? არა საერთაშორისო მატჩი გაქვთ, ხამასის "ჩალმასთან"? მიდი ბიჩო თავი არ შეირცხვინო ... ხო მალე ხელფასს კარტოფილით და კომბოსტოთი გადაიხდიან, გული არ გაიტეხო.
არტ
13 მარტი 2022 01:57
1
ჯიქია, რას იტყვი ეხლა ?? თფუ !!!
Geo
12 მარტი 2022 09:29
5
ომის შედეგს დაელოდება და ისე იბლატავებს.
რეზო
12 მარტი 2022 12:48
2
Re: "სპორტს და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვს..."
საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს და მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებს როდესაც ბომბავ, ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაული.
ქ. გ.
12 მარტი 2022 07:57
5
სამხედრო დანაშაულს რომ იდენს ღროსსია იმ პოლიტიკის შედეგია რასაც მსოფლიო მამები აწარმოებდნენ ჩვენი ნაცქოცების და ციფას და ეუფას ჩათვლით. არავინ დასაჯა რუსები ძველი დანაშაულებისთვის, ასე რომ ომიც და დნაშაულიც პოლიტიკური ინსტრუმენტია. დანაშაული კაცობრიობის წინაშე რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელიც ყველამ 'გააპრავა'.
Რეზო
12 მარტი 2022 14:33
4
ომი პოლიტიკური ინსტრუმენტია.
რეზო
12 მარტი 2022 12:47
3

სიახლეები პოპულარული