დანიელი ანდერს დრეიერისა და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩის შემდეგ "რუბინი" 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.
ურემოვიჩი ყაზანურ გუნდში 2018 წელს ლიუბლიანის "ოლიმპიადან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 18 მატჩში მიღო მონაწილეობა. ის იანვარში "ჰერტას" 3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.
"რუბინთან" ურემოვიჩის მიერ კონტრაქტის შეჩერებამდე კლუბის საიტთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "არ მგონია, რომ ჩვენს ახლ ცხოვრებაში ეს სიახლეები წარმოუდგენელია. ჩემი პროგნოზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰაკშაბნოვიჩისა და დრეიერის დაკარგვით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვურთიერთობთ და გუნდში შექმნილი ვითარება
გვესმის, მაგრამ დეტალებს არ გავახმოვანებთ. როდესაც რაღაც ინფორმაცია ოფიციალური იქნება, ჩვენ გამოვაცხადებთ.
ეს ახალი რეალობაა, მხოლოდ ჩვენ როდი შევეჯახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდს".
ასე რომ, შესაძლოა, "რუბინი" მალე ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.
თუ ეგ ნაბიჯი გადადგა და წამოვიდა, მივესალმები. ნაკრების თამაშების გამო წამოსვლა უწევს საქართველოში და იმედია ნორმალურ გადაცემაში მაინც მიიწვევენ და დაუსვამენ შეკითხვებს, რას აპირებს, როგორ წავა მისი კარიერა და ასე შემდეგ.
ადეკვატურ გულშემატკივარს ეგ გვაინტერესებს ყველაზე მეტად.
1.ჯუღელთან ეტყობა დავალებულია და დაყვება კვარა მის ნებას
2. არ უნდა კვარას წასვლა, რაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია
3. ვერ ძებნიან კლუბს, რაც ძნელი დასაჯერებელია, მაინდამაინც გრანდი თუ არა ბევრი საშუალო დონის კლუბი არ იტყვის კვარაზე უარს.
ერთადერთი მიზეზი რის გამოც კვარა შეიძლება არ წამოვიდეს, არის მისი აგენტი სხვა მიზეზი აქ გამორიცხულია. კვარას დარჩენა რუსეთის ჩემპიონატში იქნება უდიდესი შეცდომა.