"რუბინიდან" ურემოვიჩიც წავიდა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დანიელი ანდერს დრეიერისა და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩის შემდეგ "რუბინი" 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.

ურემოვიჩი ყაზანურ გუნდში 2018 წელს ლიუბლიანის "ოლიმპიადან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 18 მატჩში მიღო მონაწილეობა. ის იანვარში "ჰერტას" 3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

"რუბინთან" ურემოვიჩის მიერ კონტრაქტის შეჩერებამდე კლუბის საიტთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "არ მგონია, რომ ჩვენს ახლ ცხოვრებაში ეს სიახლეები წარმოუდგენელია. ჩემი პროგნოზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰაკშაბნოვიჩისა და დრეიერის დაკარგვით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვურთიერთობთ და გუნდში შექმნილი ვითარება
გვესმის, მაგრამ დეტალებს არ გავახმოვანებთ. როდესაც რაღაც ინფორმაცია ოფიციალური იქნება, ჩვენ გამოვაცხადებთ.

ეს ახალი რეალობაა, მხოლოდ ჩვენ როდი შევეჯახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდს".

ასე რომ, შესაძლოა, "რუბინი" მალე ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აქამდე ,,ეძინა,, კვარაცხელიას???
უი, უი და ვაი...
21:52 14-03-2022
2
კარგით რა, რა ერთი წელი კვარაცხელია არ თამაშობს, ის ძაან სერიოზულ ფეხბურთს ახლაც თამაშობს, აი მითხარით მასზე უკეთესი ფეხბურთელი საქარველოში, უბრალოდ მას ეხლა სჭირდება ახალი გამოწვევა ორივე ხელით თანახმა ვარ რომ ხვიჩა რუბინიდან უნდა წამოვიდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სლუცკი უკვე ახალს ვერაფერს ასწავლის და მე ვფიქრობ ამ კვირაში ხვიჩა წამოვა რუბინიდან
მგელი
10:31 14-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული