ფომენკოს ხსოვნას! ლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა მწვრთნელმა დაბომბილი სუმი არ დატოვა - "საკუთარ მიწაზე თავს უკეთ გრძნობს"

AutoSharing Option
ლეგენდარული მიხაილო ფომენკო გარდაიცვალა, ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მწვრთნელი. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წელს შემოგთავაზეთ...

უკრაინის ფეხბურთის კავშირის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ანატოლი დემიანენკომ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მიხაილო ფომენკომ მშობლიური სუმის დატოვებაზე უარი თქვა - ინფორმაციას Tribune ავრცელებს.

დემიანენკოს თქმით, 73 წლის მწვრთნელს, რომელიც 1987-89 წლებში ლანჩხუთის "გურიას" თავკაცობდა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციიდან საკვები და ძვირფასი ნივთები გადაეცა - ის ახლა ტერიტორიის დატოვებას ვეღარ ახერხებს:

"გუშინ ვესაუბრე.
არსებულ ვითარებაში შეძლებისდაგვარად განწყობა ხალისიანია, თავი კარგად უჭირავს. თავის დროზე, ევაკუაციაზე უარი განაცხადა, რადგან საკუთარ მიწაზე თავს უკეთ გრძნობს."

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომის ფარგლებში, ქალაქი სუმი სანახევროდ განადგურებულია.

altუკრაინაში ტური გადაიდო, ფომენკომ კი სანაკრებო სია ჩამოწერა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს კაცი, რომ ყოფილიყო ჩვენი პირველი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი(ქართულ მენტალიტეტს კარგად იცნობდა) გაცილებით დიდ წარმატებას მივაღწევდით ვიდრე ჩივაძემ მიაღწია.
რრრ
11:11 23-03-2022
16
რის საფუძველზე გააკეთე ასეთი "ბრძნული" დასკვნა ბატონო ჩემო?
ოეეეე ურრრ !!!
20:17 23-03-2022
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული