სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა და მისმა ძმამ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა, უკრაინა დატოვეს.

სურკისებმა ორი ავტომობილით, რომლებშიც კიდევ 8 ადამიანი იმყოფებოდა, უკრაინის საზღვარი 26 თებერვალს გადაკვეთეს და თან 16 მილიონ დოლარზე მეტი ჩემოდნებით წაიღეს.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სურკისების მანქანები არ შეამოწმეს და მათ არადეკლარირებული თანხის ქვეყნიდან გატანა დაუბრკოლებლად მოახერხეს.

ამის გამო გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სასაზღვრო კონტროლის ინსპექტორების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სურკისების მიერ დიდი ოდენობით თანხის ქვეყანაში შეტანა უნგრელმა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არა ბიჭო და თავს შეაკლავდნენ.პ.ს.რომელ ბობოლას შეუკლია თავი ქვეყნისათვის?
Giusha3232
24 მარტი 2022 01:37
6
ასეა, ბოლოს ქვეყანას თავს ის აკლავს ვისაც არაფერი გააჩნია და დასაკარგიც არაფერი აქვს.
ჟორა
24 მარტი 2022 11:28
3
1მლნ დოლარი 10კგ იწონის 100დოლარიანი კუპიურებით, გამოდის რომ 160კგ გაიტანეს მსუბუქი მანქანით და მესაზღვრეებს კითხვა არ გაუჩნდათ? ამ თანხას ხომ ვერსად დამალავდი. თუ ეს მართალია დიდი ალბათობით მესაზღვრეები მოისყიდეს. მოკლედ ფულის გამო ხდება ომიც და ყველა სხვა უბედურებები
დავით 67
24 მარტი 2022 16:53
2
ყველაზე დიდი ფული კეთდება ომში რომ იცოდეთ.
გეგი
24 მარტი 2022 19:42
1
ხალხი ომს ეწირება და განადგურდა უკრაინა ესენი კი რას შვებიან ? ამთტვის უნდა გაწირო თავი დარწმუნებული ვარ ოდესღაც ყველაფერი რო დაწყნარდება ეგენი ურაინაში ჩავლენ და მშვიდად იცხოვრებენ თავსაც გაიმართლებენ ხალხი კი იხოცება .
zurabi
24 მარტი 2022 17:11
6
დარწმუნებული იყავი, რომ თუ უკრაინამ გაიმარჯვა, ესენი ვეღარასდროს ვერ ჩავლენ უკრაინაში
გივი
24 მარტი 2022 19:00
2
ვითომ მართალია? საიდან ამდენი ნაღდი ფული, რაღაც ჭორი მგონია
ნიკა
24 მარტი 2022 10:24
32
აბა მიწაში ხო არ დამარხავდნენ...
goga
30 მარტი 2022 17:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული