პსჟ-ის მეკარემ 30 უკრაინელი ბავშვი შეიფარა - საკვებით უზრუნველყოფა, ლოცვა და კინოჩვენება...

AutoSharing Option
ომმა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე ლტოლვილობისთვის გაწირა, პსჟ-ის მეკარე კეილორ ნავასმა კი ჰუმანიტარული დახმარების მაგალითი მოგვცა.

კოსტარიკელმა პარიზში საკუთარი სახლის კარი გააღო, რათა უკრაინელი ბავშვების 30-კაციან ჯგუფს, საკვებით უზრუნველყოფის გარდა, დროებითი საცხოვრებელიც ჰქონდეს.

კეილორი და მისი ოჯახის წევრები ლტოლვილებთან ევანგელისტულ მსახურებას ასრულებენ. გარდა ამისა, ნავასის ცოლი ანდრეა სალასი მათთვის საჭმელებს ამზადებს და პატარებს კინოჩვენებასაც უწყობს.

ნავასი ამჟამად კოსტა-რიკის ნაკრებთან ერთად იმყოფება, რათა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კონკაკაფის ზონაში შესარჩევი ეტაპის დასკვნითი სამი შეხვედრა ითამაშოს. მეხუთე ადგილზე
მყოფ კოსტა-რიკას 16 ქულა აქვს და ლიდერ კანადას, ელ სალვადორის და შეერთებულ შტატებს მეოთხე ადგილის მოსაპოვებლად დაუპირისპირდება, რაც პლეი-ოფის საგზურს იძლევა.

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

altუკრაინას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება უნდა

altუკრაინელი ვარსკვლავები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე სამშობლოსთვის იბრძვიან

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბრავო ნავას,ბრავო!
bravo
25 მარტი 2022 17:35
0
დაილოცოს კეთილშობილი ადამიანები...
ვახო...
25 მარტი 2022 18:06
0
ეს რა წავიკითხე-უსაზღვროდ გაბრაზებული ვარ. ევანგელისტურ მსახურებას რატო უსრულებენ ბავშვებს მართლმადიდებლური ქვეყნიდან?
ახლა მაინც მიხვდით რო ანგლოსაქსებს მართლმადიდებლების გაწყვეტა უნდათ.
ევანგელისტებზე ბევრად მეტი საერთო მუსლიმებთან აქვთ მართლმადიდებლებს.
გაიღვიძეთ ბიჭო-რაის დასავლეთი კაია..არა გრცხვენიათ?
Levani
25 მარტი 2022 18:35
13
მოკლედ გეტყვი - გაასხი ამ საიტიდან!
fani
25 მარტი 2022 19:56
3
თავად თუ ხარ აზრზე რას წერ? ბარბაროსების ხელიდან გამოხსნილი ბავშვები გადაარჩინა კაცმა,საკუთარ სახლში მიიღო,უვლის,ეფერება და იმას უწუნებთ ევანგელისტური წესით რატომ ატარებენ რიტუალსო? ტუტუც,ოჯახია ევაგელისტური რელიგიის მიმდევარი.ისე...პ.ს. შენი დაძახება დაავიწყდათ ალბათ ოხროხინე მღდელო.
giorgi janikashvili
26 მარტი 2022 03:21
1
fani შენი თავი მომცა ახლა რასაც საჭიროა გაჩვენებდი და ისე არ ვაპირებ აწი დაკომენტარებას-მშვიდობაში მოიხმარეთ ასეთი სტატიები
Levani
25 მარტი 2022 21:02
2
ლევან ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებ მეგობარო მაგრამ, მგონი მოვიდა დრო ერთმანეთის ნებისმიერ აზრს პატივი ვცეთ იმისდამიუხედავად მოგვწონს თუ არა და რაც მთავარია არავითარ შემთხვევაში პირდაპირ პირადულ დაპირისპირებაზე არ გადავიდეთ.იმედია არ მიწყენ მეგობარო.
Ds
26 მარტი 2022 20:57
0

სიახლეები პოპულარული