ჰოლანმა სომხები არ დაინდო - 9:0 და გრანდების ფრე ამსტერდამში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს ევროპის მასშტაბით არაერთი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ნორვეგიის ნაკრებმა სომხეთს ოსლოში უმასპინძლა და არასაფეხბურთო ანგარიშით, 9:0 დაამარცხა. ერლინ ჰოლანმა დუბლი მიითვალა და კრისტიან ტორსტვედსაც გაატანინა. 2 გოლის ავტორი "უოტფორდის" ფორვარდი კინგიც გახდა.

სომხები მე-17 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ და ამან შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

2 ივნისს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ნორვეგია სერბეთს ესტუმრება. ამავე ზონაში მყოფი სომხები 4 ივნისს შოტლანდიას გლაზგოში შეხვდებიან.

გრანდების დაპირისპირება ვიხილეთ ამსტერდამში, "იოჰან კრუიფ არენაზე", სადაც ნიდერლანდებისა და გერმანიის შეხვედრა ფრედ, 1:1
დასრულდა.

ტომას მიულერმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, ბერგვინმა კი დუმფრისის პასი 68-ე წუთზე შეირგო.

"ერთა ლიგის" 1-ელ ტურში, 4 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრები ბელგიას ესტუმრება, გერმანია კი - იტალიას.

altარგენტინის ფრე და ბრაზილიის დიდი ანგარიშით გამარჯვება - სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა [VIDEO]

altპოლონეთი და პორტუგალია მუნდიალზე გავიდნენ... "რუსი მეძავი" - სკანდირებდნენ ფანები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ალბათ სომხებს თამაშზე დააგვიანდათ და ნორვეგიელებმა უმაგათოდ დაიწყეს. 9 ბურთს ხომ გაშვება უნდა....
G.LA
16:30 30-03-2022
1
სამაგიეროდ ნორვეგია,კერძოდ ოსლო ნახეს)
დავით 67
14:34 30-03-2022
0

სიახლეები პოპულარული