"ყველაფერი ამერიკამ დაიწყო, პუტინს ყოველთვის კარგი უნდოდა" - ბრაზილიელის სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
ბრაზილიური "ატლეტიკო სეარენსეს" ფორვარდმა არიმ, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, РБ Спорт-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. 

"ახლა შეკრებას გავდივარ, გუნდთან ერთად ვარ, მალე ჩემპიონატი გვეწყება და მზად უნდა ვიყოთ. ბრაზილიაში მე და ჩემი ცოლი (რუსი) ვართ. ყველა ომს განიხილავს, რუსეთზე ლაპარაკობს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამერიკამ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რუსეთისთვის ყოველთვის საუკეთესოს აკეთებდა, მას უდიდეს პატივს ვცემ. 

ეკონომიკური კრიზისი ბრაზილიაშიც იგრძნობა. ბენზინი ძალიან ძვირი გახ
და, ფასები ყველაფერზე იმატებს. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დამთავრდება და კარგად ვიქნებით. არ მომწონს, როცა ხალხი რუსეთზე ცუდად ლაპარაკობს, მე ამ ქვეყანში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ", - განაცხადა არიმ. 

36 წლის არიმ კარიერა "ფორტალესაში" დაიწყო. შემდეგ იყო შვედური "კალმარი", "აზ ალკმაარი", მოსკოვის "სპარტაკი", "კრასნოდარი" და მოსკოვის "ლოკომოტივი". ფორვარდმა 2018 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2 მატჩიც ჩაატარა. 


მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს ჩლიქოსანი მალე ინანებს, ცოლის ქერა კულულები ვერ უშველის.
ზაზა
05 აპრილი 2022 22:47
11

? -ს. შენი ვინაობა დასადგენია და დასაჭერი ხარ.
სანდრო
05 აპრილი 2022 20:18
14
უგნურთა ბანდებო, გაახილეთ თვალი. ომი ევროპა-ამერიკამ დაიწყო და არა რუსეთმა. პუტინს უბრალოდ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. რაც შეეხება იმ სადიზმს, ეს სალდათის ნახელავი არ არის, ამაზე სპეციალურად გაწვრთნილი ხალხია საჭირო, რომლებიც წლების განმავლობაში მარშირებდნენ კრეშჩატიკზე.
?
05 აპრილი 2022 19:37
75
რას ეწევი?
jonson
05 აპრილი 2022 20:24
10
ისემც....
baggio
05 აპრილი 2022 20:22
10
ყველა გამოხმაურება
მართალს ლაპარაკობს რას ერჩით,პუტინი ოტხი თვე ეხვეწებოდა ამერიკას გარანტია მომეციო,იმან კიდე ,აგერ მთაზე ცხვარი მიდისო,მერე ის მოხდა რაც მოხდა.
niko
05 აპრილი 2022 19:53
47
რუსი კოფილა
lego
06 აპრილი 2022 09:47
4
იმას მარცხნივ რომაა, რა ტუჩები აქვს.)
დავით 67
18 ოქტომბერი 2022 00:37
0
ძალა აღმართ ხნავს მეგობრებო. რომელი მხარეც წააგებს, დასავლეთი თუ რუსეთი, ის იქნება მტყუანი!
ლაშა
26 სექტემბერი 2022 19:39
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული