![](https://sportall.ge/pictures/image5/419550c23c03c6677312a4cdb4837461.png)
უკრაინული საზოგადოება რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი, კიევის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი, "ოქროს ბურთის" 1986 წლის მფლობელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1988) იგორ ბელანოვი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.
61 წლის ბელანოვმა ხელში ავტომატი აიღო და სანგრებში თანამებრძოლებთან ერთად იმყოფება. ეს სურათი დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
!["ოქროს ბურთის" მფლობელი უკრაინელი რუს ოკუპანტებთან იბრძვის Sportall.Ge](/pictures/artimages/original/98c002aac6470748f845599de337848d.jpg)
"ლეგენდარული ბელანოვი, სსრკ-ის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ახლა უკრაინის დასაცავად იბრძვის, რადგან არ უნდა განმეორდეს იმპერიის საშინელებანი", - წერს ერთ-ერთი უკრაინული ტელეგრამ-არხი.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აგრეთვე კიევის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ვლადიმირ ბესონოვი და ტირასპოლის "შერიფის" მწვრთნელი
იური ვერნიდუბი იბრძვიან.