"რუსებმა ჩემი სახლი დაანგრიეს" - ყოფილი ფეხბურთელი მარიუპოლში მომხდარ საშინელებაზე საუბრობს

AutoSharing Option
24 თებერვალს უკრაინაში შემოჭრილმა რუსულმა ჯარებმა იქ ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს. ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრი ობერემკომ საკუთარ ისტორიაზე ისაუბრა:

"მარიუპოლში სრულიად ნორმალური სამუშაო დღე იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მოხდებოდა", - განუცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა უკრაინულ გამოცემა "ზბირნას“.

38 წლის ობერემკოს სურდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ქალაქი, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან მისი ქალიშვილი საავადმყოფოში იწვა. ლოდინის დროს მის ოჯახს რამდენჯერმე მოუწია, სიკვდილისთვის თვალებში ჩაეხედა. საბედნიეროდ, მათ მალე შეძლეს მარიუპოლის დატოვება და უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

"რუსებმა ჩემი სახლი დაანგრიეს" - ამბობს ობერემკო.

ობერემკო ყოფილი ნახევარმცველია.
ის უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და საკლუბო კარიერა სამშობლოში წარმართა.

altუკრაინის მოვლენების კვალდაკვალ - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს"

altუსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

altბუჩას სისასტიკეს უკრაინის რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შეეწირა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალტ ინფოს პირებს იმდენი კოშმარი და მზე არ აცდეს რამდენი ადამიანიც გაწამდა რუსის ხელით.
ლუკა
20:20 11-04-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული