ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ის კლუბები, რომელთაც დიდი ამბიციები ჰქონდათ, ლეგიონერებზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მნიშვნელოვნად დასუსტდნენ. მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი "რუბინი". ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფთან ახლოსაა მოსკოვის "სპარტაკიც" (რომელსაც გიორგი ჯიქია კაპიტნობს), რაზეც გულშემატკივრებს ირონიული გამოხმაურებები აქვთ.

როგორც business-gazeta წერს, იმის შანსი საკმაოდ დიდია, ლიდერების გარეშე დარჩენილ სახელოვან კლუბებს ლიგაში დარჩენა გაუჭირდეთ. ამავდროულად კი, რუსული ფეხბურთის მმართველი ორგანო ფიქრობს, რომ შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან არავის გააგდებენ. სხვათა შორის, მსგავსი საუბრები გასულ წელსაც იყო.

რუსეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია
დარჩენილი. "არსენალი" და "უფა" გადარჩენისთვის იბრძვიან. საპლეიოფო ზონაში ახლა "ურალი" და "ხიმკი" არიან, თუმცა "რუბინსა" და "სპარტაკს" ჯერ გარანტირებული არაფერი აქვთ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა, მისმა რამდენიმე ყოფილმა თანაგუნდელმა კი მინიჭებული უფლება გამოიყენა და ლეონიდ სლუცკის გუნდთან ხელშეკრულება შეაჩერა.

alt"რუბინი" აჩრდილად იქცა - რას წერენ ხვიჩაზე მისი წამოსვლის შემდეგ?

alt"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული