არავითარი რუსეთი და რუსეთის ნაკრები, კრასნოდარის მხარე საქართველოს - ჩინელების სურვილი და ვარაუდი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს და გამოსავალს ეძებენ - ჯერ დაიწერა თითქოს აზიის კონფედერაციაში აპირებენ გადაბარგებას, მაგრამ უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვადიმ აბრამოვმა განაცხადა, რომ კლიმატური პირობებისა და განსხვავებული სპეციფიკის გამო იქ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ვარიანტი ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვსაც არ ხიბლავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ევროპაში ვერ დაბრუნდებიან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის თასზე მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა, ფეხბურთსა და სპორტს ვინ ჩივის, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო შეიძლება საერთოდ დაშლის საფრთხე დაემუქროს. ამის შესაძლებლობა
სრულიადაც არაა გამორიცხული, ვინაიდან დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, რაც მის ეკონომიკას უზარმაზარ ზარალს აყენებს, ხოლო უკრაინას ფინანსურადაც ეხმარება და შეიარაღებითაც. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოუყოს უკრაინას 33-მილიარდიანი დახმარება. აშშ-ის კონგრესმა "ლენდ-ლიზი" მიიღო, რომელიც საშუალებას იძლევა უკრაინას შეიარაღება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გადაეცეს. საერთოდაც, დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც ომის დაწყებისას ფრთხილობდნენ, ახლა უკრაინის დახმარებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ამ ომში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ რუსეთის დაშლა ივარაუდა და მსოფლიოს მომავალი პოლიტიკური რუკაც გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, სავარაუდოდ ვინ მიიერთებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს.

Sportall.Ge

მოკლედ, ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, პოლონელ-ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის თამამ და განუხორციელებელ გეგმაშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

ჩინელების პროგნოზის მიხედვით, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქები უკრაინას გადაეცემა, მოსკოვი ბელარუსს, სანქტ-პეტერბურგი და არხანგელსკი ფინეთს, ურალი და დასავლეთ ციმბირი ყაზახეთს, აღმოსავლეთ ციმბირი მონღოლეთს, ჩრდილოეთის რეგიონები ნორვეგიას, შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს კი ჩინეთი და აშშ გაიყოფენ. ამას გარდა, რუსეთის ხარჯზე პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი და აზერბაიჯანიც გაფართოვდებიან.

და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - ჩინური "გეგმის" მიხედვით კრასნოდარის მხარე საქართველოს შემადგენლობაში შევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლის შედეგად დამოუკიდებელი სახელმწიფო იჩკერია წარმოიქმნება. უფლებადამცველი პაველ ლისიანსკი ამტკიცებს, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ 2-3 წელიწადში რუსეთი არსებობას შეწყვეტს და მარტივ მამრავლებად დაიშლება.

ეს ყველაფერი ზოგიერთს შეიძლება წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ საუკუნეში რუსეთის იმპერიაც დაიშალა და საბჭოთა კავშირიც.

მკითხველის კომენტარები / 64 /
სულ გარეკეთ?
გია-გივი
30 აპრილი 2022 20:10
24
ვაი მართლა იმის პატრონს ვინც ეს სისულელე დაიჯერა DDD რუსეთს თურმე სანქციები დაშლის !! რომელი "სანქციები" დასავლეთმა რომ გამოუცხადა და ამავე დროს რუსულ ნავთობს და გაზს ყიდულობს და დღეში მილიარდ დოლარზე მეტს ჩუქნის @ თანაც ბევრი ქვეყანა უკვე რუსულ რუბლში ყიდულობს გაზს და ნავთობს და არნახულად ამყარებს იმ მართლა ხის ფულს(თვითონ რუსები უწოდებენ თავის რუბლს "დერევიანნის") ამ ომის მერე ყველას რომ ეგონა რუსეთი დასუსტდებაო ლამის პირიქით ხდება @ რუსული ვალუტის გამყარებას მოყვება რუსეთის მყარად ფეხზე დადგომა და პუტინის გეგმა--მსოფლიოს ვალუტად რუბლის ქცევა და დოლარის ჩანაცვლება(ამაში მისი მუდმივი სატელიტები გერმანია-საფრანგეთი-იტალიაც დაეხმარებიან ოღონდ იმ პირობით რომ ევრონ და რუბლმა ჩაანაცლოს დოლარი)მაგრამ საბედნიეროდ პუტინის ამ გეგმას აღსრულება არ უწერია იმიტომ რომ მარტო გაზით და ნავთობით რუბლი ვერ იქცევა მსოფლიო ვალუტად ! ამისთვის პირველ რიგში ეკონომიკა უნდა ქონდეს მყარი და ყველამ ვიცით რა "მყარი" ეკონომიკა აქვს რუსეთს ! ჩინეთსც რაც შეეხება მაგათ დიდი ხანია თვალი უჭირავთ რუსეთის ტერიტორიებზე ოღონდ ადრე თუ ურალის აღმოსაცლეთით მთელი ტერიტორია უნდოდათ კამჩატკამდე და ყაზახეთის ნახევარიც ეხლა რატომღაც მადა შეუმცირდათ არადა რუსეთი ეხლა მთლად მყარად რომ არაა (ომი მაინც ომია და ბევრი უარყოფითი მოაქვს თავდამსხმელი ქვეყნისთვისაც) პირიქით უნდა მომატებოდათ მადა და პირიქით მოაკლდათ ! ნეტავი რატომ ?? იმტომ რომ კარგად იცნობენ რუსებს (დასავლეთის და ჩვენი "პოლიტიკანებისგან განსხვავებით) და კარგად იციან რომ საქმე საქმეზე რომ მივიდეს რუსები ატომურ იარაღს თვალის დაუხამხამებლად გამოიყენებენ იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი ექნებათ ! ადრე სანჭოთა კავშირმა პირობა რომ დადო--პირველი არ გამოიყენებდა ატომურ იარაღს ეს პირობაც გააუქმა პუტინმა ! და ატომური იარაღოც რომ არ გამოიყენოს ვაკუუმური ბომბს გამოიყენებს (თვითონ რომ გადარჩეს) რომელიც 50 დან 10 000 კვადრატულ კილომტერში (გააჩნია ბომბის კალიბრს და ძალას) სპობს ყველა ცოცხალ ირგანიზმს ისე რომ შენობებს არ ანგრევს და არც რადიაციას ავრცელებს ! ასე რომ ბევრ ცხელთავას და უტვინოს რომ გონია რუსები "ჟანგიანი ტანკების" იმედზე არიანო ტანკები არ დაჭირდებათც რუსებს ისე გაანადგურებენ მთელ მსოფლიოს @ მარტო ჩრდილოეთის ფლოტში რუსებს ყავთ 12 ატომური წყალქვესა ნავი და ერთ ეგეთ "ნავს" შეუძლია მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს განადგურება--მაგ "ნავებში" თითოს მინიმუმ 16 ბირთვული ან ვაკუუმური რაკეტა აქვს შეიარაღებაში და ის "ნავები" მთელ მსოფლიოს ოკეანებში და ზღვებში მორიგეობენ და სიტყვაზე მაგალითად დასაცლეთმა რომ დასცხოს რუსეთს ატომური იარაღით და გაანადგუროს 1 წამში იმ ნავებს რაღას უზამენ მათ საბაპიროების ახლოს რომ მორიგეობენ ??
zura222
30 აპრილი 2022 18:54
32
სულ სველი წკეპლით უნდა გცემოს კაცმა მარტო იმიტომ რომ მსგავსი ხე ხარ
გიორგი
30 აპრილი 2022 21:11
4
აი შენნაირებს ეძახიან ზუსტად მოსკალები "грызуны".
kaxa
01 მაისი 2022 01:36
5
ყველა გამოხმაურება
რუსეთის დაშლა არის სურვილი,ნატვრა,ოცნება.რეალობა კი ის არის რომ რუსეთი სხვა ქვეყნას შლის.
იკა
30 აპრილი 2022 14:29
22
ეს დიდი კანონზომიერებაა, რაც სხვისთვის გინდა იმას იღებენ შენთვის.ბევრს არ სჯერა , მიუხედავათ იმისა რომ ვითომ მორწმუნეა ( ათეისტი ვარ, ისე რომ გითხრათ). პატივს ვცემ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას.
30 აპრილი 2022 15:29
3
ამინ! თუმცა ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები დაპყრობილი ერები უნდა გამოერკვნენ და სახელმწიფოებრივობა აღადგინონ. ჩვენ ჩვენი კუთვნილი მიწა უნდა დავიბრუნოთ ამ ნაძირალებისგან! ურდოს ეძღვნება ეს სიმღერა: Русский военный корабль иди НАХ@Й. :)
რატი
30 აპრილი 2022 10:21
9
ზუსტად მასე ლაპარაკობდნენ პესიმისტები, საქართველოში ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო და სსრკ-ს ყოფა ეტირა. ცოტა ისტორია გაიხსენეთ, ხალხო. რატომ გვაქვს მოკლე მეხსიერება.
გრიგოლი
30 აპრილი 2022 14:56
12
პესიმისტი რა შუაშია ეგ ვერ გავიგე, ამ სიტყვის მნიშვნელობა იცი?
დათო
30 აპრილი 2022 21:09
2
რუსებს ჭირთ დაუსჯელობის სინდრომი. რაც მისაღები აქვთ ყველაფერი უნდა მიიღონ
Zangi.
30 აპრილი 2022 09:09
7
4 დისლაიკი გაქვს და ვიღაცებს ეტკინა ეტყობა, წადით ბიძიკო რუსეთში თუ ესე გიყვართ.
დათო
30 აპრილი 2022 21:07
4
ვერ გავიგე, საქართველო მიიერთებს კრასნოდარს, თუ კრასნოდარი საქართველოს. მაშინ რა ეშველება სომხეთს. აზერბაიჯანი ვის მიიერთებს? ისე კრასნოდარის მიერთებას კი სჯობდა, რუსეთი მიგვიერთებია. რა ეშველება ჩვენს ძმა თურქეთს? რომ ვერავის აერთებთ. ფრთხილად იყვეს ამერიკა, ალიასკა არ დაკარგოს. ჩინეთს კი, ტაივანი ვერ მიუერთებია.
უსაქმურების ოცნება.
30 აპრილი 2022 08:02
15
ნეტა მასე მოუვიდეს და საბოლოოდ გაცამტვერებული მანახა ეს ერიც და ქვეყანაც!
T.q
30 აპრილი 2022 14:09
13
მე კი ის მადარდებს, რამდენი პუტინისტი ცხოვრობს თუნდაც მხოლოდ ამ საიტზე.
რუსეთის დაუძლურება და დაქცევა გარდაუვალია.
საქართველო გაერთიანდება, თუკი ქართველები გავერთიანდებით და პუტინისტებს რუსული გემით გავამგზავრებთ.
ILIA
30 აპრილი 2022 12:17
10
ლაიქებს და დისლაიქებს თუ გადავხედავთ, თურმე რამდენი რუსეთუმე ყოფილა სპორტის გულშემატკივრებში?! ფუჰ თქვენი...
П
30 აპრილი 2022 12:10
12

სიახლეები პოპულარული